Huawei-მ 5G ტექნოლოგიით პირველი ტელეფონი გამოუშვა

ჩინურმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ Huawei Technologies დღეს პირველი 5G ტელეფონი წარადგინა, – წერს Reuters-ი.

გამოცემის ცნობით, ასევე კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მალე ჭკვიან ტელევიზორებსაც წარადგენს, რომელიც Hongmeng ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. 

ტელეფონი Mate 20 X 5G ჯერ მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე გაიყიდება და საცალო ფასი $901 იქნება. 

17 მაისს ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინური კომპანია ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანა.

პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის მხრიდან Huawei-ზე ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ჩინეთის მთავრობა Huawei-ს მოწყობილობას ჯაშუშობისთვის იყენებდა. 

როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.