“II ტურის დროს გადადგეს სალომე და გამოჩნდა ბიძინა, ალიბაბა და 4 ყაჩაღი”

II ტურის დროს გადადგეს სალომე და გამოჩნდა ბიძინა, ალიბაბა და 4 ყაჩაღი – ამ განცხადებას, “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აკეთებს.

“პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” ბერძენიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა.

“ეს არის ერთგვარი აკვიატება, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი, როდესაც პირველი ტურის წინაც მთელი რესურსი იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლების და მეორე ტურის დროს გადადგეს სალომე გვერდით და გამოჩნდა ბიძინა, ალიბაბა და ოთხი ყაჩაღი. ამ ვითარებაში სალომე არ არის მთავარი ადრესატი. სალომე თანამონაწილეა, მან თავი გამოაყენებინა, პასუხისმგებელი ისიც არის, მაგრამ სხვები უფრო არიან. საქართველოში ხელისუფლება როდესაც მოდის და პირველ ხანებში მას აქვს რეიტინგი, ის არ აყალბებს არჩევნებს, მაგრამ როგორც კი მას პრობლემები ექმნება, ის იწყებს არჩევნების გაყალბებას, წნეხს და ა.შ,” – აცხადებს ბერძენიშვილი.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.