Invictus:კიდევ ერთი «მომავლის შვეულმფრენი» ამერიკის არმიისათვის

ამერიკული არმია  «მომავლის შვეულმფრენის» მოლოდინშია, აქვე უნდა აღინიშნოს რომ სამხედრო წარმოება უკვე დღეს მზად არის არმიას შესთავაზოს ახალი თაობის შვეულმფრენი. 2 ოქტომბერს , პორტალმა  defensenews.com გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,კომპანია Bell წარმოადგინა შვეულმფრენის 360 Invictus კონცეპტის პრეზენტაცია.

360 Invictus-ის სრულმასშტაბიანი მაკეტის წარმოდგენას კომპანბია 14 ოქტომბერს გეგმავს. მანამდე კი მოგვიწევს ჩანახატებით დაკმაყოფილება,რომლის შემუშავებაც ხდება პროგრამა Future Attack Reconnaissance Aircraft (FARA)-ის ფარგლებში,რომელიც თავის მხრივ არის პროექტ  Future Vertical Lift (FVL)-ის ნაწილი.

 360 Invictus

360 Invictus

პერსპექტიული სადაზვერვო-დამრტყმელი შვეულმფრენი  Invictus შემუშავდა კომერციული შვეულმფრენის  Bell 525 Relentless-ის ბაზაზე. შვეულმფრენის კონსტრუქციაში განხორციელდა რადიკალური ცვლილებები.ეგრედწოდებული  «საჭის ხრახნი» რომელიც განთავსებულია კორპუსის უკანა ნაწილში დაფარულია,ხოლო მზიდი ხრახნის ფრთების რაოდენობა იქნება 4(კომერციული ვერსია 5 ფრთა) . თავად ფრთები უფრო მოკლე იქნება,რათა სამხედროების მიერ მითითებულ გაბარიტებში ჩაჯდნენ. მგზავრებისათვის გათვალისწინებულ ნაკვეთურში განთავსდება შეიარაღება.

 360 Invictus

360 InvictusFARA-ს მოთხოვნების თანახმად შვეულმფრენის მაქსიმალური სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებს 380 კმ/ს. მისი საბრძოლო რადიუსი კი 250 კილომეტრს უნდა აღემატებოდეს,ხოლო თავად მზიდი ხრახნის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 12 მეტრს.ამას გარდა საგრძნობლად უნდა გაიზარდოს საკომუნიკაციო საშუალებები,შვეულმფრენს უნდა გააჩნდეს უპილოტო ფრენის ტექნოლოგიები და უნდა შეეძლოს სხვა უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთობლივად მოქმედება .

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.