Lenovo-მ დრეკადი ეკრანის მქონე ნოუთბუქი წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

ტექნოლოგია

ფოტო: Lenovo

ჩინურმა კომპანიამ Lenovo დრეკადი ეკრანის მქონე კომპიუტერის პირველი პროტოტიპი წარადგინა. დაკეცილ მდგომარეობაში კომპიუტერს ორი ეკრანი აქვს, თითო 23 სანტიმეტრამდე დიაგონალის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც წიგნი, შემდეგ გარდაიქმნება ნოუთბუქად და ეკრანის ერთი მხარე ხდება კლავიატურა. მომხმარებელს მისი გამოყენება ასევე შეუძლია როგორც ტაბლეტი. 

კომპანია ვარაუდობს, რომ მომხმარებლებს მათი ახალი პროდუქტი დღე და ღამე თან  ექნებათ. ახალი კომპიუტერის გაყიდვები 2020 წლიდან დაიწყება. კომპანიაში აცხადებენ,რომ ამ პერიოდისთვის ლეპტოპზე ყველა ტესტი ჩატარებული იქნება.  

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.