Maserati-მ ყველაზე მძლავრი ჯიპის ტიპის ავტომობილი წარადგინა (ფოტო)

Maserati-მ ნიუ-იორკის ავტოშოუზე მის ისტორიაში ყველაზე მძლავრი, 590-ცხენისძალიანი ჯიპის ტიპის ავტომობილი წარადგინა.

Maserati Levante Trofeo 3.8 ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი ტურბო ძრავით არის აღჭურვილი, რომლის შექმნაზეც Ferrari-მ იმუშავა. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს შეადგენს. 0-დან 100 კმ/სთ-ის განვითარებისთვის ავტომობილს სულ რაღაც 3.7 წამი სჭირდება.

უკანასკნელ პერიოდში, მსხვილი ავტომწარმოებლები ჯიპის ტიპის ავტომობილებზე დიდ აქცენტს აკეთებენ. მაგალითისთვის, გამოსაყოფია 4-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი ტურბოძრავით აღჭურვილი  Lamborghini Urus-ი, ასევე 550-ცხენისძალიანი Jaguar F-Pace SVR-ი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ ნიუ-იორკის ავტოშოუზე წარადგინა.

ჯიპის ტიპის მოდელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ ბაზარს ჩინეთი წარმოადგენს. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის მიხედვით, 2022 წლისთვის ჩინეთში გაყიდული ყოველი მეორე ავტომობილიდან 1 ჯიპის ტიპის იქნება.

Volkswagen-ის განცხადებით, კომპანია ჩინეთში 2020 წლისთვის 12 ჯიპის ტიპის მოდელს გამოუშვებს. „ჩვენი პროდუქცია ჩინელი მოსახლეობის სურვილებთან და მოლოდინებთან კიდევ უფრო მეტად შესაბამისი გახდება. ჩინეთი ჩვენს წარმატებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს,“ განაცხადა Volkswagen-ის წარმომადგენელმა, ჰერბერტ დისმა.

წყარო: commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.