MSNBC: Capital Gazette-ზე თავდასხმის დროს 6 ადამიანი დაიღუპა, 22 დაჭრილია

ანნაპოლისში(მერილენდის შტატი) Capital Gazette-ზე სათაო ოფისზე თავდასხმის დროს 6 ადამიანი დაიღუპა, 22 დაჭრილია, ამის შესახებ “ტასს”-ი ტელეკომაპნია MSNBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციელებმა მომხდარს “ლოკალური ინციდენტი” უწოდეს და არა ტერაქტი.

გაზეთის რეპორტიორ ფილა დევისას თქმით, რომელიც შენობაში იმყოფება, თავდამსხმელმა ოფისის შუშის კარებს ესროლა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე თანამშრომელს.

ამერიკულ გამოცემა Capital Gazette-ზე თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-სთან ოლქის პროკურორმა ანნ-არანდელ რონ ბეიტმანმა განუცხადა. მისივე თქმით, გაზეთის თანამშრომლები ევაკუირებულები არიან და შენობაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.