NASA დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდის დასაშლელად ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

იმ შემთხვევაში თუ დედამიწასთან პატარა სოფლის ფართობის მქონე ასტეროიდის დაჯახების საფრთხე რეალური იქნება, პლანეტაზე არ არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ ის თავიდან ავირიდოთ. სწორედ ამის გამოსწორებას ცდილობენ NASA-ში, სადაც მუშავდება პროექტი სახელოწდებით Hammer-ი. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

NASA-ს მეცნიერებს სურთ შექმნან ისეთი კოსმოსური აპარატი, რომელსაც ასტეროიდის შესაჩერებლად გამოიყენებენ. კერძოდ საუბარია აპარატზე, რომელიც ასტეროიდს დაიჯახება და მას დედამიწასთან მოახლოებამდე გაანადგურებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასტეროიდის განადგურების საუკეთესო საშუალება, ამ ეტაპზე ბირთვული შეტევაა.

საუბარია 8.8 ტონა Hammer-ის შექმნაზე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება ასტეროიდ ბენნუზე, რომლის დედამიწასთან დაჯახების 2700-დან 1 შანსი არსებობს უახლოეს საუკუნეში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.