NASA: კოსმოსურ ტურისტებს მთვარეზე ერთი თვით დასვენება 59 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებათ

ხარჯები, რაც საჭირო იქნება ტურისტების საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან და უკან, დედამიწაზე ჩამოსაფრენად, აგრეთვე, მანამდე ოსმოსში ერთი თვით გასაჩერებლად, 59 მილიონი აშშ დოლარი იქნება. შესაბამისი თანხა NASA-ს დირექტორმა ჯეფ დევიტმა დაითვალა.

კოსმოსური ტურისტებისთვის მთვარეზე ერთი ღამის გატარება 35 000 აშშ დოლარი ეღირება, ანუ დაახლოებით 1 მილიონი აშშ დილარი ერთი თვე.

ძირითადი ხარჯი იქნება ტრანსფერზე. კოსმოსურ ხომალდებზე Boeing CST-100 Starliner და SpaceX Crew Dragon ადგილის ფასი 58 მილიონი აშშ დოლარი იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ფასი მაინც კერძო კომპანიებზეა დამოკიდებული, რომლებიც ფლობენ აღნიშნულ კოსმოსურ ხომალდებს.

ფრენების კომერციალიზაცია NASA-ს დაეხმარება რესურსის აკუმულირებაში პროექტისთვის, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ 2024 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტები უნდა გაუშვას.

ipress.ge


კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.