NASA-მ ახალი მისიისთვის ორი მიმართულება შეარჩია

NASA-მ რობოტული მისიისთვის, რომელიც 2020 წლისთვის უნდა განხორციელდეს, ორი მიმართულება შეარჩია. ერთი მისიაა Dragonfly-ის მიერ პლანეტა სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრის “ტიტანის” (მთვარის) შესწავლა, მეორე კი – CAESAR-ის მიერს კომეტა 67P/ჩურიუმოვი-გერასიმენკოს შესწავლა.

ორივე მისიის საკითხების სრულყოფაზე მუშაობა 2018 წლის ბოლომდე დასრულდება, 2019 წლის შემოდგომას კი ამ ორიდან ერთ-ერთს NASA საბოლოოდ მიანიჭებს პრიორიტეტს.

CAESAR-ს კომეტის ზედაპირიდან ნიმუშების აღება შეუძლია, რომლებსაც დედამიწამდე დაუზიანებლად ჩამოიტანს. ეს ნიმუშები NASA-ს დაეხმარება იმის გაგებაში, იმოქმედა თუ არა კომეტის შემადგენელმა ნივთიერებებმა გავლენა სატურნის ფორმირებაზე, ასევე ჰქონდა თუ არა ზეგავლენა ამ კომეტას დედამიწაზე ოკეანეებისა და სიცოცხლის შექმნის პროცესში.

Dragonfly-ის კი “ტიტანის” ზედაპირისა და ატმოსფეროს შესწავლა შეუძლია.

ფოტო: NASA/ CAESAR-ი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.