NASA-ს ასტრონავტებს კოსმოსში 3D პიცის დაბეჭდვა შეეძლებათ – ახალი ტექნოლოგია

ახლა, როდესაც 3D ბეჭდვის ტექნოლოგია უფრო სასიცოხლო და დროული გახდა ვიდრე ოდესმე, სილიკონის ველის სტარტაპმა BeeHex-მა პიცის 3D ბეჭდვის ტექნოლოგია შექმნა. დიახ, სწორად კითხულობთ, არაფერი გეშლებათ. უგემრიელესი პიცის დაბეჭდვა ახლა უკვე წინასწარ დაპროგრამებულ რობოტსაც შეუძლია.

გამოგონება NASA-სგან მიღებული გრანტის წყალობით მოხდა და მისი მიზანი იყო მისიაში ყოფნის დროს, ასტრონავტთათვის ახალი გზების შემუშავება, რომლის შედეგადაც ისინი გემრიელ კერძებს თავად მოამზადებენ. ახლა, როდესაც უკვე შესაძლებელი ხდება მარსზე ადამიანის გაშვებაც, ასტრონავტებს კოსმოსში კიდევ უფრო მეტი დროის გატარება მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ კოსმოსში საკვების შენახვა არც თუ ისე მარტივია, NASA-მ გადაწყვიტა, რომ უკვე დროა, ასტრონავტებმა საკვები თავად მოამზადონ, კოსმოსში.

ეს ტექნოლოგია მალე ჩვენთვის, დედამიწაზე მაცხოვრებელთათვისაც იქნება კომერციულად ხელმისაწვდომი. რობოტი, რომლის შექმნაც 1$ მილიონი დაჯდა, Chef 3D-ს სახელით იქნება ბრენდირებული. დაგეგმილია, რომ მალე იგი გამოჩნდება თემატურ პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სპორტულ მოედნებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიამ შესაძლოა მრავალი ადამიანის სამსახური შეიწიროს, იგი საკვებს ბევრად უფრო სწრაფად და სუფთად მოამზადებს, ვიდრე მზარეული ადამიანი. ვინ იცის, იქნებ უკვე რობოტის მიერ მომზადებული საკვები მიირთვათ, როცა ამის შემდეგ, თქვენი ფავორიტი სპორტული გუნდის საგულშემატკივროდ წახვალთ სტადიონზე?

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: