NDI: ივანიშვილი 17%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს

რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი მითი იმის შესახებ რომ საქართველოს ყველაზე წარმატებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი, უკვე ოფიციალურად იმსხვრევა. 

დღეს ცნობილი ხდება  NDI-ის ახალი კვლევის შედეგები, რომლიც მიხედვითაც ივანიშვილი 17%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს.

სწორედ ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა და რომელიც საზოგადოების გაწნყობას ასახავს 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში. 

უფრო მეტიც: კვლევის მიხედვით, 49 % “ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფიდაა განწყობილი, ენმ-ს ლიდერ და ყოფილ პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ კი ანალოგიურად განწყობილ მოქალაქეთა ციფრი მხოლოდ 39%-ია და ეს მაშინ, როდესაც ის იძულებით დევნილობაში იმყოფება. 

თუმცა, ეს არ არის პირველი კვლევა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების დადებითი განწყობა გამოიკვეთა. 

კერძოდ: ცოტა ხნის წინ, ტვ ფორმულას დაკვეთით „ედისორ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევით ცნობილი გახდა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტი უჭერდა მხარს.

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.