NDI: მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტნგმა 2015 წლიდან დღემდე 25%-ით დაიკლო

NDI-ს კვლევის საქართველოს მიხედვით, მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტნგმა 2015 წლიდან დღემდე 25%-ით დაიკლო. 2015 წლის აპრილში მის საქმიანობას კარგად 75% აფასებდა, ხოლო დღეს მის საქმიანობას კარგად 50% აფასებს.

ეკლესიის საქმიანობას საშუალოდ აფასებს 25%, ცუდად 12%, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს ასევე 12%-ს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.