New York Times საქართველოში ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიაზე წერს

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times ქართული ღვინის 8000-წლიანი წარმოების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

New York Times ამერიკის სამეცნიერო ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ღვინის დაბადების ადგილი შესაძლოა, საქართველო იყოს.

ქვეყანაში, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის კავკასიონის ხეობებს შორისაა მოქცეული, ღვინის დაყენება ჯერ კიდევ 8000 წლის დაიწყეს.

სტატიაში აღნიშნულია, ორშაბათს გამოქვეყნდა აშშ-ის სამეცნიერო აკადემიის კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში აღმოჩენილი ღვინის დასაყენებელი უძველესი ჭურჭელი ჩვენ წელთაღრიცხვით 6000 წლით თარიღდება. ასევე, საუბარია ყურძნის უძველესი ჯიშებზე.

სტატიის ავტორი ქართულ კულტურასა და ტრადიციებში ღვინის კულტის მნიშვნელობაზეც საუბრობს და სადღესასწაულო ტრადიციებში ღვინისა და ვაზის სიმბოლიკის დიდი დოზით არსებობაზე მიუთითებს.

სტატიაში მოყვანილია ამერიკელი მკვლევარებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის კომენტარები, საქართველოში უძველესი ღვინის წარმოების შესახებ.

BBC: “მსოფლიოში უძველესი ღვინო” აღმოჩენილია საქართველოში

✓ თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ.
ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია.

✓ მკვლევარების თქმით, დგინდება, რომ ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს

✓ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6,000–5,800 წლით დათარიღებულ ჭურჭელზე ვაზის მტევნების და მოცეკვავე კაცის გამოსახულებაც არის აღმოჩენილი.

✓ აქამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლის წინანდელია

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.