Reuters: ასადმა, შესაძლოა ახალი ტიპის ქიმიური იარაღი შექმნას, ტრამპი ძალის გამოყენებისთვის მზადაა

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობამ შესაძლოა ახალი ტიპის ქიმიური იარაღი შექმნას, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა სამხედრო ძალა გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, 2014 წელს რუსულ-ამერიკული გარიგების მიუხედავად, ასადმა ფარულად შეინახა ქიმიური იარაღის ნაწილი, რომელიც გარიგების თანახმად, უნდა განადგურებულიყო აღნიშნულის ნაცვლად, სირიის ხელისუფლებამ ახალი ტიპის ქიმიური იარაღის შექმნისთვის სამუშაოები დაიწყო, რაც, ოფიციალური პირების განცხადებით, მისი გამოყენების ბოლო შემთხვევაა.

“ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, სამხედრო ძალა გამოვიყენოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ან შევაჩეროთ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება”, – განუცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“. სააგენტოს კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სანქციები და დიპლომატიური ზეწოლა ხელს შეუწყობს იმას, რომ ასადი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე უარს იტყვის.

პარიზში, 23 იანვარს სირიაში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით 29 ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა რუსეთს ქიმიურ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დააკისრა. აღნიშნულის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკამ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ “გამოძიება რეალურად დაასრულა”.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: