Rosbalt: საქართველოს პრემიერ-მინისტრი „რუსების დამცველი” გახდა

მთელი ზაფხული, რუსეთის სახელმწფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის „პროვოკაციული ვიზიტის“, „რუსოფობიულად“ შერაცხული საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ, ქართული ოპოზიცია და საზოგადოებრივი მოძრაობის ნაწილი მოითხოვდა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, —  ამის შესახებ Rosbalt.ru

თუმცა, როგორც ჩანს, მმართველი „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის გახარია არ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია გაიწიროს – პირიქით, ის უნდა წახალისდეს. და ეს გაკეთდა კიდეც  – პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა და მის პოსტზე მმართველმა პარტიამ წარადგინა სწორედ გახარია.

იურიდიულად ეს არის ყველაზე მაღალი პოსტი საქართველოში, სადაც მოქმედებს საპარლამენტო რესპუბლიკა.

მიზეზები, რომელთა გამო გადადგა ივანიშვილის ყოფილი ფავორიტი მამუკა ბახტაძე, რომელსაც ეკავა ეს თანამდებობა დაახლოებით 1 წელი, ზუსტად არავინ იცის. თუმცა, ეს ადვილი მისახვედრია – ბახტაძე არასაკმარისად „,მაგარია“ დღევანდელი ქართული რეალობისთვის.

მეოცნებეების“  ბოსმა შეაქო მთავრობის მეთაური „კულტურული გადადგომისთვის“, თავად პრემიერმა კი ახსნა, რომ შეასრულა თავისი მისია – „შეიქმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩოები, დაიწყო მათი დანერგვა და მდგრადობის უზრუნველყოფა.

თუმცა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობს ამის არაფერი ეტყობა, მაგრამ ვის აწუხებს ასეთი წვრილმანები?

საქმე იმაშია, რომ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომლის გადადგომასაც ითხოვდა ოპოზიცია და საზოგადოების საკმაოდ სერიოზული ნაწილი. გახარიას გაპრემიერებას მოჰყვა ახალი პროტესტები, რაც შესაძლებელია ისევ გადაიზარდოს მასობრივ გამოსვლებში.

ის, რომ ბევრისთვის საძულველი „ძაღლი“ გახდა პრემიერ-მინისტრი, ოფიციალურად გახდა ცნობილი საპარლამენტო სესიის გახსნის დღეს, თუმცა  ჭორები  უკვე დიდი ხანია რაც ვრცელდებოდა.

თბილისი ამოძრავდა – პარლამენტის შენობასთან გაკეთდა „სირცხვილის დერეფანი“ სადაც ყველა გამვლელ უმრავლესობის დეპუტატს აცილებდნენ სტვენით და შეძახილებით –  „მონა!“.

სტვენა გაგრძელდა ასევე სხდომათა დარბაზში – ამჯერად ოპოზიციონერი-დეპუტატების მხრიდან.

პარლამენტის კედლების მიღმა საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ :„სირცხვილი!“, “მთავრობა გახარიას გარეშე!“, „სულ დაყრუვდით?“..

თუმცა, ისმის კითხვა – რას ერჩიან გახარიას?

ითვლება, რომ მას ვერ აპატიეს გავრილოვის ფაქტორით გამოწვეული საპროტესტო აქციის დარბევა, რომლის მინისტრობის დროსაც დაშავდა 200 ადამიანი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პოლიციამ გამოიყენა გადამეტებული ძალა, რამდენიმე პოლიციელი ამის გამო დაითხოვეს კიდეც, თუმცა, გახარია დარჩა.

 მეტიც, ის დააწინაურეს, რაც საპროტესტო ელექტორატმა აღიქვა, როგორც „ფურთხი ქართველი ხალხის სახეში“, და სავარაუდოდ, გახარიას მოწინაამღდეგეები ასე მარტივად არ დაწყნარდებიან.  შესაბამისად, ქვეყანას ელის ახალი საპროტესტო ტალღა.

საზოგადოების დაშოშმინების მიზნით ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წასვლა – ისევე, როგორ ივნისში, როდესაც ის დათანხმდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით.

 და მაინც, ვინაა გახარია, რომელსაც ზოგი ვერ იტანს, ზოგი კი ადიდებს… რატომ ასოცირდება მისი პიროვნება რუსულ-ქართული დარეგულირების მორიგ ეტაპთან? რატომ „გამოძვრა“ ისევ მოსკოვი?

შესაძლოა, ეს აიხსნება იმით, რომ ის 6 წელი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი, შემდეგ განაგრძო სწავლა იგივე მოსკოვის უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს-სკოლაში, წლების მანძილზე მუშაოდა კერძო სტრუქტურებში და ჰქონდა თავისი ბიზნესი რუსეთში.

 საქართველოში მისი წარმატება დაიწყო 2013 წლიდან. ბოლო პოსტი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა.

ამ პოზიციაზე ის არ გამოირჩეოდა რბილი მიდგომით – პირიქითაც  – 20 ივნისის აქციის დაშლის გარდა, მომხრეები მიიჩნევენ მის მიღწევად „წესრიგის დამყარებას პანკისში“ და სპეცოპერაციების ჩატარებას ღამის კლუბებში ნარკოვაჭრობის წინაამღდეგ.

 მოკლედ, წესრიგიც დაცვის კუთხით, გახარიას ჰყოფნის სიმაგრე – თუმცა, ამავე დროს რატომღაც კრიმი​ნალის დონე საქართველოში მაინც იზრდება…

პარალელურად, ახალი საკადრო გადაწყვეტილებით  ბევრი დარჩა კმაყოფილი   – კერძოდ, არის აზრი, რომ მას შეუძლია საერთო ენის გამოძებნა რუსეთთან, რადგანაც  დიდხანს ცხოვრობდა მოსკოვში, იცნობს რუს ხალხს, და შემორჩა  სერიოზული კავშირები.

 ზოგისთვის ასეთი რეკომენდაცია მიმზიდველია, ზოგისთვის კი ეს აუცილებლად გახდება ახალი პრემიერის პრორუსულობაში დადანაშაულების მთავარი საბაბი.

როგორც ჩანს, პარლამენტში, სადაც მმართველ პარტიას აქვს სრული უმრავლესობა, გახარიას დამტკიცება არ იქნება რთული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი შემდგომი საქმიანობა იქნება ასეთივე მშვიდი და მარტივი – მის და ზოგადად ხელისუფლების კრიტიკა გაგრძელდება როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზების გამო, და ეს პროცესი გაძლიერდება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად.

 გახარიას სახით ივანიშვილმა მიიღო „რკინის ხელთათმანი“, თუმცა არ არსებობს იმის გარანტია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს. საქართველოში შეიქმნა ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება – უმუშევრობა და სააკაშვილის დაბრუნების შიში  იქნება გადამწყვეტი ფაქტორი.

სწორედ ამ რისკების გამო დაინიშნა გახარია პრემიერად  – მისი მომხრეები ამბობენ, რომ ივნისში მან ჩაშალა მორიგი „ვარდების რევოლუციის“  გენერალური რეპეტიცია ქვეყანაში.

Rosbalt.ru

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.