TANAP გაიხსნა – ქართული დელეგაციის გარეშე

12 ივნისს თურქეთში, ქალაქ სეიდგაზში ოფიციალურად გაიხსნა ტრანსანატოლიური გაზსადები TANAP, პროექტ სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ევროპაში  კასპიური გაზის ტრანზიტი დაიწყება.

ცერემონიაში  მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ასევე უკრაინიას და სერბეთის პრეზიდენტებმა.

ოფიციალური მოსაწვევი მიიღო საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა მარგველაშვილი გახსნას არ დაესწრო. მიზეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ განუმარტავს. ჩვენი ინფორმაციით, საქმე კვლავ შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებასთან უნდა გვქონდეს.

ამავე გაუგებარი მიზეზის გამო, სტრატეგიული გაზსადენის გახსნას არ დასწრებია საქართველოს  არც ერთი წარმომადგენელი.

საგულისმხმოა ისიც, რომ ქართული მხარე არ იყო წარმოდგენლი არც გაზსადენის გასხნის ცერემონიაზე აზერბაიჯანში, 28 მაისს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, პროექტი TANAP არის რეგიონის ქვეყნების დიდი გამარჯვება.

„დღეს ჩვენ ერთად ვწერთ 21-ე საუკუნის ენეგრეტიკულ ისტორიას. ეს არის თანამშრომლობის და სტაბილურობის ისტორია. ჩვენს სტრატეგიულ პროექტებს მოაქვს რეგიონისთვის სტაბილურობა. პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანა და ყველა ერი იღებს სარგებელს მისგან. ისეთი გრანდიოზული პროექტის რეალიზება, როგორიც არის TANAP, შესაძლებელი გახდა თურქეთის და აზერბაიჯანის ლიდერთა ურყევი პოლიტიკური ნების წყალობით. ეს არაა ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი. 2006 წელს ჩვენ გახსვენით გაზსადენი ბაქო-თბილისი – ჯეიხანი, 2007 წელს გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი, 2017 წელს – სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი.  ყველა ამ ცერემონიაში ჩვენ ვმონაწილეობდით ჩვენს ძმასთან, რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთად. დღესაც, ამ ისტორიულ დღეს, ჩვენ ისევ ერთად ვდგევართ აქ, და ეს ნათლად მეტყველებს იმაზე,  რომ ჩვენს მიერ ჩაფიქრებული ნებისმიერი პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რადგანაც მის უკან დგეს გააზრებული პოლიტიკა, ურყევი ნება და ჩვენი ძმობა,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავის გამოსლაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ  ერდოღანმაც.

„როდესაც თურქეთმა და აზერაიჯანმა დააპირეს პროექტ TANAP-ის რეალიზება, ბევრს არც კი სჯეროდა, რომ რეალურია. თუმცა, ჩვენ ეს მოვახერხეთ.  პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითრებას. TANAP-ის წყალობით, თურქეთი გახდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოთამაშე მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზე და მე ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მადლიერი ამ  პრიოექტის რეალიზებისთვის. ეს არაა ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი  – თურქეთმა და აზერბაიჯანმა უკვე განახორციელეს ისეთი სტრატეგული პროექტები, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიხანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი და ბაქო-თბილისი – ყარსი,“  – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

გაზსადების მნიშვნებობაზე ისაუბრა ანკარაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ენერგეტიკულ საკითხებში  სანდრა ოუდკირკმაც.

„ახალი გაზსადენი არის თურქეთის და ევროპის ენერგოუსაფრთხეობის დამატებითი ელემენტი. იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს არ გააჩნია პირდაპირი ინვესტიციები TANAP-ში, ჩვენ ვუჭეთ მხარს ამ პროექტს. TANAP-ის ამუშავება ნამდვილად კარგი აბმავია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნეში განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე. ჩვენი მოკავშირეების ენეგეტიკული უსაფრთხოება ძალზე მნიშვნელოვანია აშშ-სთვის,“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.