TBC-ზე კიბერშეტევა 2018 წლის 16 ივლისს განხორციელდა – TBC-ის წერილები გასაჯაროვდა

ტელეკომპანია პირველის გადაცემა “ღამის ამბებმა” გაასაჯაროვა მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილები, რომლებიც გასულ წელს განხორციელებულ კიბერშეტევას ეხება. როგორც წერილებიდან ირკვევა, თიბისი ბანკზე კიბერშეტევის მცდელობას ადგილი 2018 წლის 16 ივლისს ჰქონდა, რის შესახებაც ბანკმა შსს-ს 17 ივლისს აცნობა. აღნიშნულიდან ერთ თვეში თიბისიმ დაადგინა, რომ შეტევა რუსთაველის ნომერ 12-ში მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობიდან განხორციელდა, რის შესახებაც თიბისიმ ასევე აცნობა შსს-ს. ამ წერილებიდან ერთი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეკატერინე ეგუტიას ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი სამი კი მთავრობას თავად მამუკა ხაზარაძემ გაუგზავნა. 

I წერილი: თიბისი ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ვირუსების შემცველი კორესპონდენციების მიღების შესახებ ატყობინებენ.



II წერილი: მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას აცნობებს, რომ „მავნე სერვერი“ მდებარეობს თბილისში, რუსთაველის 12-ში.

III წერილი: მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება.



IV წერილი: მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.