The Jamestown Foundation: საქართველოზე შეტევის რეალური მიზეზი – სტაგნაცია რუსეთში

რუსეთს და საქართველოს შორის კონფლიქტის მორიგი ესკალაცია დაიწყო თითქმის შემთხვევით,  მაგრამ ამავე დროს კრემლს სურს, გადაიტანოს მოქალაქეების ყურადღება ეკონომიკური სტაგნაციიდან საგარეო მტრებზე.

სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინი ხვდება, რომ რეალური ეკონომიკური სიტუაცია რუსეთში ბევრად უარესია, ვიდრე მას სურს წარმოაჩინოს, და მისი პოპულარობის ვარდნა გაცილებით უფრო საგრძნობია, ვიდრე ამას ამბობენ.

20 ივნისს, ტრადიციული ტელეხიდის დროს პრეზიდენტმა სცადა დაერწმუნებინა რუსები , რომ მათი პრობლემების გადაწყვეტა არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, თუმცა, ქვეყნის მოქალაქეებს არა აქვთ მისთვის დაჯერების მყარი საფუძველი – ამიტომაც „პირდაპირი ხაზის“ მაყურებელთა რაოდენობა ამ წელს იყო რეკორდულად დაბალი.

მოსახლეობის რეალური შემოსავლები ვარდება, მეტიც გაჭიანურებული სტაგნაცია არ აწყობს რუსეთის მტაცებლურ ელიტასაც, რადგანაც მზარდი სოციალური უკმაყოფილება უქმნის საფრთხეებს მათ ნაძარცვ ქონებას.

ამიტომაც, მოულოდნელმა დაძაბულობამ საქართველოსთან მისცა კრემლს მოსახლეობის ყურადღების გადატანის მშვენიერი საშუალება.

კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ამოქმედდა მთელი ძალით, და ბნელ ფერებში აღწერს საქართველოს, რომელსაც დღეს რუსეთში მტრულ ქვეყანად მიიჩნევს მოსახლეობის მხოლოდ 11% – მაშინ, როდესაც 2009 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 62%-ს.

შეგნებულად გაზვიადებული რეაქცია საქართველოში მიმდინარე შიდა კრიზისზე, რომელიც არანაირად არ ემუქრება რუს ტურისტებს, არის საშუალება, რომლითაც კრემლი ცდილობს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენის აღდგენას.

დღესდღეობით, რუსეთი ჩართულია მრავალ საერთაშორისო საკითხში, სადაც ის ვერ თამაშობს იმ როლს, რომელსაც მიიჩნევს თავისთვის ღირსეულად – ირანის კრიზისი, გართულებული ურთიერთობების შტატებთან, კურილის კუნძულის საკითხები, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ.

ამ გლობალურ საკითხებთან შედარებით, ქართული კრიზისი რუსეთისთვის ჩანს გაცილებით უფრო მარტივი გადასაწყვეტი  – მეტიც, არსებობს ვარაუდი, რომ მოსკოვი ცდილობს სპარსეთის ყურეში თავის პოზიციის შერბილების სანაცვლოდ მიიღოს კარტ-ბლანში კავკასიაში.

დღეს პუტინისთვის ძალიან დიდია 2008 წლის მეთოდების გამოყენების ცდუნება – სამხედრო ჩარევის გარდა, ის გულისხმობდა ეკონომიკურ ზეწოლას და პროპაგანდისტულ ომს. მისი ეს ცდუნება კიდევ უფრო იზრდება იმ ფონზე, რომ  რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მზადაა მისი ამგვარი ბინძური ხრიკების მხარდაჭერისთვის.

ამ დღეებში კავკასიასთან ახლოს მდებარე ცენტრალურ სამხედრო ოლქში გამოცხადდა საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უხეში ძალა რჩება კრემლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი მეზობლებთან ურთიერთობებში.

შესაძლებელია, პუტინი დარჩა უკმაყოფილო ტრამპთან შეხვედრით, რომელიც 27 ივნისს შედგა იაპონიის ქალაქ ოსაკაში. შესაძლებელია მას აშინებს რეგიონებში გახშირებული გამოსვლები ადგილობრივი მთავრობების და ბიუროკრატების წინაამღდეგ, რომელთა მიმართ აუცილებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები.

ამ შემთხვევაში მას გაუჩნდება საზოგადოებრივი უკმაყოფილების სხვა კალაპოტში გაშვების აუცილებლობა, და საქართველო შესაძლოა გახდეს იდეალური სამიზნე რუსეთის ძალის დემონსტრირებისთვის.

საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა არ აიძულებს კრემლს სწრაფი გამარჯვების მიღწევის შანსის გამოყენებაზე უარის თქმას, თუმცა, ამავე დროს მორიგი აგრესიის მიმართ რუსი ხალხის მხარდაჭერა შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი უპირობო, როგორც ბევრს წარმოუდგენია,

არაა გამორიცხული, რომ მოსახლეობა არ მოისურვებს პატრიოტიზმის მდინარეში მეორედ შესვლას და კრემლს მოუწევს საზოგადოებრივი უკმაყოფილების ხილვა.

The Jamestown Foundation

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.