Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა

ამერიკულმა ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. ჟურნალმა 100 ეული კატეგორიებად დაყო: “ნოვატორები”, “ხელოვნების მოღვაწეები”, “ლიდერები”, “კერპები” და “ტიტანები”.

“ლიდერების” კატეგორიაში შევიდნენ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის პრინცი ჰარი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ცზინპინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, იაპონიის პრემიერი სინძო აბე საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი და სხვები

“ტიტანები” ჟურნალის ვერსიით არიან მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი, ამერიკელი ტელეწამყვანი ოფრა უინფრი, SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი კომპანია Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და სხვები.

“ნოვატორები” გახდნენ NASA-ს ასტრონავტი ქალი პეგი უიტსონი, ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელი ჩემპიონი სნოუბორდშიხლოა კიმი და სხვები.

“ხელოვნების მოღვაწეები” ჟურნალის ვერსიით არიან მსახიობი ჰიუ ჯეკმანი, ნიკოლ კიდმანი, რეჟისორი გილიერმო დელ ტორო, რაიან კუგლერი, ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი და სხვები.

“კერპებს” შორის მოხვდნენ მომღერლები ჯენიფერ ლოპესი, რიანა, კეშა, სინგაპურელი მწერალი კევინ კვანი…

100 გავლენიანი ადამიანის სრული სია Time ის საიტზეა წარმოდგენილი.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.