ტომოგრაფია – პროფილაქტიკის მიზნით

გამოკვლევები რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამაზე ალბათ არც ვდაობთ, თუმცა მეორე საკითხია რამდენად ხშირად, სწორად და კარგად ვიტარებთ. გამოკვლევებთან დაკავშირებული ხარჯები კიდევ ცალკე  მწვავე თემაა.

ერთია როდესაც კონკრეტული ჩივილით მიდიხართ ექიმთან და შემდეგ მიმართვით იტარებთ გამოვკვლევებს და მეორე პროფილაქტიკური გამოკვლევები. საზოგადოების ნაწილი თავს იმით იმართლებს რომ პროფილაქტიკური ანალიზებისთვის ფული არ აქვთ.  რეალურად კი თუ რაიმემ შეგაწუხათ და გვიან მიმართეთ ექიმს ეს შესაძლოა ბევრად დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე პროფლაქტიკური ანალიზები.

გამოვკვლევებში ლიდერობს ტომოგრაფია, რომლის შიშიც აქვთ ადამიანებს, რამდენიმე ფაქტორის გამო

  • მტკივნეულია
  • ძვირია
  • ვაი და ისეთი რამე აღმოაჩნდეთ, მათ ბედნიერებას წერტილი რომ დაუსვას და ლამაზ ტყუილში ცხოვრებას ამჯობინებენ
  • ზოგს დასხივების ეშინია და ხშირი გამოკვლევები მათი აზრით, მათივე ჯანმრთელობას კიდევ უფრო დააზიანებს

ტომოგრაფიის ორი ტიპი არსებობს:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.

კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო სწრაფი და ხანმოკლე მეთოდია გამოკვლევისთვის და არც ისეთი სახიფათო როგორც ეს საზოგადოების ნაწილს ჰგონია.

რაც შეეხება მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფიას – ის უმეტესად გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს, ასევე, ზურგის ტვინის სტრუქტურული ცვლილებების შემთხევევაში და უამრავი სხვა დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის.

მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს. თუ დანიშნულების საფუძველზე იტარებთ მსგავსი ტიპის გამოკვლევას, გახსოვდეთ დაზღვევა აფინანსებს.

გაითვალისწინეთ, ნებისმიერი ტიპის გამოკვლევების დროს დაზღვევით მოსარგებლეთათვის, ფასები საგრძნობლად დაბალია.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.