Vazirani Shul: პირველი ინდური ელექტროჰიპერქარი (ფოტოკოლჟი)

ინდოელი დიზაინერი და მეწარმე ჩანკი ვაზირანი ავტოინდუსტრიაში ახალბედა არაა, რადგან „იაგუარსა“ და „როლს-როისში“ მუშაობდა, მაგრამ მცირე ხნის წინ საკუთარი ფირმა Vazirani Automotive დააარსა, კალიფორნიაში დიზაინ-სტუდია გახსნა და პირველი ინდური ჰიპერქარის შემუშავებას შეუდგა. სრულზომიანი მაკეტი, სახელწოდებით Shul გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე უკვე წარადგინეს.

Vazirani Shul ელექტრომობილი გახლავთ: ყველა ბორბალს თავისი ელექტროძრავა ამოძრავებს. გამწევი ელემენტების მოდულები მდებარეობს სავარძლების უკან და ცენტრალურ გვირაბში, მაგრამ მათი საერთო მოცულობა დიდი არაა, მასა კი – მხოლოდ 300 კგ. ინდურკუპეს საფუძვლად უდევს ნახშირპლასტიკის სივრცობრივი ჩარჩო, რომელზეც ნახშირპლასტიკისვე გარე პანელები არის ჩამოცმული. ჩანკი ვაზირანის ავტომობილის მიახლოებითი მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია, სამაგიეროდ გამოცხადდა, რომ აქცენტი გადატანილი იქნება არა განივ დინამიურობაზე, არამედ დახვეწილ მართვადობაზე, რადგან ყოველ ბორბალზე ინდივიდუალური ძრავით ძალიან ადვილია მიმართულების ვექტორის მართვის რეალიზება.

ვაზირანიმ უკვე მიიღო ფორმულა 1-ის გუნდ Force India-სგან და საბურავების ფირმა Michelin-ის მხარდაჭერა, ტურბოგენერატორის შემუშავება კი ერთ-ერთ ინგლისურ ფირმასთან ერთად მიმდინარეობს. პირველი მოძრავი პროტოტიპი წლის ბოლოს მზად უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაზირანი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ჰიპერქარის ინდურ წარმომავლობას, მანქანის წარმოება ინდოეთში აშკარად არ მოხდება. იგი კალიფორნიაში აეწყობა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.