Windows 10 S-ის მომხმარებლები Google Chrome-ით ვეღარ ისარგებლებენ

კორპორაცია Microsoft-მა Microsoft Store-დან Google Chrome Installer-ი წაშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ Windows 10 S-ის მომხმარებლები ამ ბრაუზერით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ Verge წერს.

კომპანია გადაწყეტილების მიზეზები არ დაასახელეს და მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ აპლიკაცია “ინიკალური და განსხვავებული” უნდა იყოს. “Microsoft Store-დან Google Chrome Installer-ი წავშალეთ, რადგან აპლიკაცია ჩვენი მაღაზიის პოლიტიკას არღვევს”.

თავად Google-ში კი კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.