«Новая газета»: ანტიოლიგარქიული აჯანყება თბილისში

პერიოდული ვაქცინაცია აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს, ზუსტად ასევე ელიტების პერიოდული ცვლა და საზოგადოებრივი პროტესტები აძლიერებენ დემოკრატიას. ასე საზოგადოება აიძულებს პოლიტიკოსებს ტონუსის შენარჩუნებას და ახსენებს ადამიანებთან კომუნიკაციის აუცილებლობას.

როდესაც ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსები არ აქცევენ ყურადღებას მოქალაქეების ცხოვრებას და სურვილებს – კონფლიქტი ხდება გარდაუვალი.

სულ რაღაც 2 კვირის წინ ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მოვლენები მოლდავეთში, სადაც მოსახლეობამ უარი უთხრა ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკს და მის მიერ კონტროლირებად მთავრობას. წინა კვირამ კი მოიტანა მასობრივი პროტესტები თბილისში.

ეს ძალიან წააგავს პოსტსაბჭოთა სივრცეზე ოლიგარქიული მონოპოლიის წინაამღდეგ ბრძოლის მორიგ ტალღას.

2012 წლიდან საქართველოს მართავს ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც ჩაანაცვლა ექსცენტრიული მიხეილ სააკაშვილი თითქმის 10-წლიანი მმართველობის შემდეგ.

ახალმა ხელისუფლებამ მაშინ მოიტანა საგარეო კურსის ცვლილება – საქართველო უკვე არ იდგა რუსეთის წინაშე ზურგით და სანახევროდ მოტრიალდა.

სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი კონფლიქტს „ქართულ ოცნებას“ და პროევროპულ ოპოზიციას შორის.

დღეს ათასობით ქართველი გამოდის ქუჩაში, ითხოვს მინისტრების გადაყენებას და სკანდირებს „პუტინი – წაეთრიე საქართველოდან“.

ერთი შეხედვით მცირე კაზუსი სერგეი გავრილოვათან, რომელიც უცოდინრობის ან სიშტერის გამო ჩაჯდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, გახდა ამ კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლის კატალიზატორი.

ქართულ საზოგადოებაში მომწიფდა მოთხოვნა ელიტების შეცვლაზე. სისტემა ან განახლდება და გაიწმინდება თავისით, ეს საზოგადოება აიძულებს მას ან შეიცვალოს, ან გაქრეს პოლიტიკური ველიდან.

პროტესტების დაწყების შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა – „ის, რაც გუშინ ხდებოდა საქართველოში, არის რუსოფობიური პროვოკაცია და მეტი არაფერი“.

თუმცა, რატომ ჩაითვალა რუსოფობიად უნდობლობა ბიძინა ივანიშვილის მთავრობისადმი, და საერთოდ, რა შუაშია აქ რუსეთი?

ის, რომ კრემლმა ასე მტკივნეულად აღიქვა ქართველების, ფაქტობრივი ანტისამთავრობო გამოსვლა, უფრო მეტად მეტყველებს რუს პოლიტიკოსებზე, ვიდრე საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ პროტესტებზე.

რუსეთის ხელისუფლების მსოფმხედველობა ისეა მოწყობილი, რომ მისი წარმოდგენით, ყველაფერი, რაც ხდება მეზობელ ქვეყნებში პირდაპირ კავშირშია რუსეთთან. ასე მუშაობს იმპერიული კომპლექსი.

როდესაც მეზობელ ქვეყნებში იცვლება ხელისუფლება, რუსეთის ისტებლიშმენტს ეწყება კოლექტიური კრუნჩხვები. ეს არის ყოფილი კოლონიების ტკივილი.

ოფიციალურ რუსულ მედიაში გამოსვლებს შეარქვეს „ნაციონალისტური“. რატომ, რა ლოგიკაა ამაში?

პირველ რიგში, რუს ხალხს კიდევ ერთხელ შეაშინებენ ნაციონალიზმით და არასტაბილურობით. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ რუსებს, რამდენად საშიშია თავისუფლება..

კრემლის მხრიდან საქართველოსადმი სწრაფად მზარდი დემონიზება, არაფრით განსხვავდება აგრესიული რიტორიკისგან, რომელიც ბოლო 5 წლის მანძილზე ისმოდა უკრაინასთან მიმართებაში.

კიდევ ერთი ამოცანაა – სოციალური პრობლემების ზრდასთან ერთად – ყურადღების გადატანა საგარეო ფაქტორებზე – ცოტა მობეზრებულ უკრაინას ამ ეტაპზე ჩაანაცვლებს საქართველო.

ის ფაქტი, რომ რუსულ ელიტებს არ სურთ საუბარი თბილისში მიმდინარე მოვლენების რეალურ მიზეზებზე, მხოლოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ იმპერიულ უსუსურობას. რუსეთი ქმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში იმპერიული გავლენის ილუზიას, ამით გადააქვს ყურადღება შიდა პრობლემებისგან და ყველაფერს აბრალებს მცირე მეზობელი ქვეყნების ნაციონალიზმს.

იოსიფ ბროდსკიმ დაწერა – „თავისუფლება მაშინაა, როდესაც გავიწყდება ტირანიის მამის სახელი“. რუსეთი დღეს არის სწორედ ის ტირანი, რომლიც დავიწყებასაც ცდილობენ საქართველოში. როგორც ჩანს, ეს გამოდის.

დღეს ქართველები ითხოვენ კაბინეტებში ადამიანის ცვალებადობის პრინციპის დამკვიდრებას, ითხოვენ პოლიტიკის გამჭირვალობას და გახსნილობას. მათთვის თავისუფლება ნიშნავს მეტს, ვიდრე ერი. რუსეთი კი მათთვის ანსახიერებს ტყუილს და ადამიანის უფლებებისადმი უხეშ უპატივცემლობას.

საქართველოს მოქალაქეებს არაფერი აქვს ჩვეულებრივი რუსი ადამიანების წინაამღდეგ. განსაკუთრებით ისეთების, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი სახელმწიფოს ქმედებების გამო.

ადამიანები, ვინც მზად არიან ღირსების და თავისუფლების დასაცავად, ასე თუ ისე მათ დაიცავენ. წააგებს ის, ვინც სდუმს.

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.