აბა, დარაზმე შენი ქალები და მოჭიდავეები, იტალიაში მოვუვლით მაგათ! – სააკაშვილი ივანიშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი ლიეჟში, ემიგრანტებთან გამართული შეხვედრისას მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება, რომელიც მისი თქმით, შეხვედრის ჩაშლას ისახავდა მიზნად.

“აბა, ივანიშვილი დარაზმე შენი ქალები 500-500 ევროს რომ ურიგებდი და გამოაგზავნე კიდევ მოჭიდავეები. იტალიაში მოვუვლით მაგ ხალხს სათანადოდ.

უკვე გვაქვს გამოცდილება რა ავადმყოფებთან გვაქვს საქმე. წინასწარ სულ ხელბორკილდადებულს ჩავაბარებთ იტალიის პოლიციას, ვინც შეცდება მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას.

ამჯერად ბარდაგს იქ არ მოგაწყობინებთ ნამდვილად! და მალე საქართველოში აღვკვეთავთქვენ ბარდაგს და თარეშს, გესმის ბორია?!”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.