ადამიანის უფლებების ზოგიერთ დარღვევაზე ხელისუფლება არასათანადოდ რეაგირებდა – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ცალკე თავი აქვს დათმობილი საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებსაც. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოზე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ზოგიერთ დარღვევაზე არასათანადო ზომები მიიღო. ხელისუფლების მხრიდან არასაკმარის ძალისხმევაზე საუბრისას კი, ნახსენებია 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცების საქმე.

გარდა ამისა, ანგარიშში შეფასებულია 2019 წლის მოვლენებიც. მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენები, სადაც პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებაზეა საუბარი.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით საუბარია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ზე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.