ავიამზიდ”Abraham Lincoln”-ის დამრტყმელი ჯგუფი სპარსეთის ყურეში შევიდა

2019 წლის მაისის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი  “Abraham Lincoln” სპარსეთის ყურეში პირველად შევიდა – მაისში ეს დაჯგუფება სპარსეთის ყურეში შევიდა ამერიკული არმიის გასაძლიერებლად. ამის შესახებ წერს გამოცემა  USNI News.

"Abraham Lincoln"

“Abraham Lincoln”

ავიამზიდ”Abraham Lincoln”-ის   დაჯგუფებაში შედიან შემდეგი ხომალდები:კრეისერი  “Leyte Gulf “, ნაღმოსნები “CGN-25 Bainbridge”, “Mason”და “Nitze”, ასევე ტომაჰავკებით შეიარაღებული 2 მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ხომალდი,რომელთა შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

ფლოტის პრესსამსახურმა  დაადასტურა რომ, დამრტყმელმა ჯგუფმა წარმატებით გაიარა ორმუზის სრუტე და ამჟამად სპარსეთის ყურეში დაკისრებულ ადავალებას ასრულებს.

აღნიშნულია რომ,მარშრუტის განმავლობაში არ მომხდარა არანაირი ინციდენტი ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის ხომალდებთან (ირანის არმიის ელიტური ქვედანაყოფი).

“დავრტყმელი დაჯგუფების ყოფნა სპარსეთის ყურეში არ ემსახურება ახალი კონფლიქტის ესკალაციას,და არ ნიშნავს აშშ-ს ახალ პოლიტიკას ირანთან მიმართებაში”, – ნათქვამია აშშ-ს მე-5-ე ფლოტის ოფიციალურ განცხადებაში.

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა რომ,დამრტყმელი ჯგუფის გადაადგილებას ორმუზის სრუტეში არ გამოუწვევია დაძაბულობა რეგიონში.
აღსანიშნავია რომ დამრტყმელი ჯგუფი მარაგის შესავსებად გამოიყენებს ბაჰრეინს,სადაც მათ საუკეთესო პირობები შესთავაზეს,მანამდე ეს ხდებოდა ომანში.

"Harry Truman"

“Harry Truman”

“Abraham Lincoln”-ის დამრტყმელი ჯგუფი სპარსეთის ყურეში დარჩება მანამ,სანამ მას არ შეცვლის დამრტყმელი ჯგუფი ავიამზიდ “Harry Truman”-ის მეთაურობით,რომელსაც სულ ახლახანს ჩაუტარდა სასწრაფო რემონტი – ამ ავიამზიდის გაგზავნა სპარსეთის ყურეში რამოდენიმე თვით გადაიდო ხომალდის ენერგომომარაგებაში გაჩენილი პრობლემების გამო.

http://arma.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.