ავტორიტარიზმისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი – პრემიერს შეუზღუდავი უფლებები დაუმტკიცეს

ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი – „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერს შეუზღუდავი უფლებები დაუმტკიცა. ორდღიანი განხილვის შემდეგ შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა 81 მომხრით და არცერთი წინააღმდეგით მიიღო.

მანამდე კი პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ოპოზიციაზე თავდასხმით დაიწყო. გახარიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის, რომ ოპოზიცია მთავრობისთვის უფლებამოსილებების უსაზღვროდ გაზრდას ეწინააღმდეგებოდა და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის დაკნინებას აპროტესტებდა.

პრემიერის მხრიდან პოლიტიკურ მასკარადად შეფასებული დებატები “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონზე დღეს პარლამენტში დილიდან დაიწყო. ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ მმართველმა პარტიამ უკან დაიხია და კანონპროექტში ახალი დათქმა ჩაიწერა. საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობა მოქალაქეებს ეპიდემიის პირობებში შეზღუდვებს დაუწესებს, თუმცა ღონისძიებების გატარება მხოლოდ15 ივლისამდე შეეძლება.

ოპოზიცია დღეს დარბაზში კანონის არაკონსტიტუციურობასაც აპროტესტებდა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი პოლიტიკური მოტივით მიიღო. მიზეზი წინასაარჩევნო კამპანია და ოპოზიციის შესაძლო შეკრებებისა და მანიფესტაციებისთვის ხელის შეშლაა.

სადავო კანონპროექტზე ყველა ოპოზიციურ ფრაქციას თავისი გეგმა აქვს. დამოუკიდებელმა დეპუტატების ფრაქციამ პრეზიდენტს მიმართა, რომ კანონპროექტს ვეტო დაადოს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის. შეზღუდვების შესახებ კანონის კონსტიტუციურობაზე დავა უკვე უმაღლეს ინსტანციაში გაგრძელდება.

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.