რატომ არის ავტორიტარიზმი ისტორიაში ყველაზე გავრცელებული ფორმა?
ეს რამოდენიმე მიზეზით არის განპირობებული: პირველი მარტივია და არ მოითხოვს რთული კომპლექსური სტრუქტურების და კანონების შემუსავებას; მეროე ხისტია ამდენად ეფექტიანია: გამორიცხავს აზრთა სხვადასხვაობას და შესაბამისად მხარეთა შორის გარიგებების, შეთანხმებებისა და კონსესუსის აუცილებლობას. ბიუროკრატია დაკომპლექტებულია არსებული რეჟიმისადმი ლოიალური ადამიანებით: სამსახურში აყვანა ხდება ნეპოტიზმისა და მფარველობის პრინციპით და არა დამსახურების მიხედვით; მესამე საზოგადოებას არ ძალუძს წინ აღუდგეს ხელისუფლების ნებას : არც ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს და არც საზოგადოებრივ აზრს არ შეუძლია საზელმწიფოს ქმედებათა ბლოკირება. მსგავს ქმედებებს ძალადობრივი რეაქციები მოჰყვფება. ოპოზიცია და რეპრესიები ერეთი მოდელის ორი სხვადასხვა მხარეა. მეთხე იქ სადაც უსაფრთხოება მჭიდრო კავშირშია საფრთხეებისაგან თავდაცვასთან ძლიერი ლიდერი უნარი, შეაგროვოს გადასახადები, ააშენოს გზები კომუნიკაციისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით; მეხუთე დემოკრატია მხოლოდ ეკინომიკური კეთილდღეობის, ძლიერი საშუალო ფენის არსებობის პროცესებში ყვავის.
დემოკრატიული სისტემის შექმნის რეალური კანდიდატები არიან ქვეყნებში, რომელტაც შეუძლიათ საკუთარ თავს სკოლებისა და სხვა სოციალური იმფრასტრუქტურის შექმნის უფლება მისცენ, რაც ზრდის საზოგადოების ინფორმულობის ხარისხს. ღარიბ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ გადარჩენისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი, როგორც პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩახედულმა ერთმა პიროვნებამ აღნიშნა” ძალაუფლება რყვნის ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის”.
ავტორიტარიზმის ნაკლოვანებები
ავტორიტარულ სახელმწიფოებს ან ერთპიროვნული ლიდერი უდგას, ან ელიტარული მმართველი ჯგუფი. მათი ხელისუფლებაში ყოფნისას ვადა არჩევნებით კი არ განისაზღვრება, არამედ მითსა და ძალაუფლების სინთეზზეა დაფუძნებული. ერთი მხრივ ხალხს მუდმივად უნერგავენ, რიმ ხელისუფლებისადმი უტყვი მორჩილება მათი წმინდათაწმინდა მოვალეობაა, მეორე მხრივ მმართველები მუდმივ მზადყოფნაში არიან, გამოიყენონ ძალა ყოველგვარი აჯანყების წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ თავიანთი მდგომარეობა.
ტრადიციული ავტორიტარული ხელისუფლების სათავეში დიქტატორი დგას. ავტორიტარული სახელმწიფოს დიქტატორები იყვნენ:იდი ამინი, იმპერატორი ბოკას I, რაფაელ ტრუხილიო და ა.შ.
ავტორიტარულო რეჟიმი მმართველთა ინტერესებს ,რიგით მოქალაქეთა ინტერესებზე მაღლა აყენებს და ავტორიტარიზმის ხასიათიდან გამომდინარე, მათ ამაში ხელს ვერაფერი უშლიშ. ავტორიტარული სისტემა არის გარემო სადფაც დესპოტიური ნებადართული ძალადობით არის განმტკიცებული. თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ ავტორიტარი მმართველები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება კი იმაზეა დამოკიდებული, რა დოზით ახვევენ ისინი თავიანთ ნებას ხალხს და რა ხარისხით ახშობენ ინტელექტუალურ და შემოქმედებით თავისუფლებას. ავტორიტარული რეჟიმები ისეთი რეიმებია, რომლებიც ძალაუფლების მცირეოდენ შეზღუდვასაც არ სცდებიან. მათი უმრვალესობა უკეთეს შემთხვევაში , მხოლოდ ზედაპირულად ინტერესდება მოქალაქეთა კეთილდღეობით. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ ყველა ტურანი დიქტატორია და ყველა დიქტატორი ტირანი არაა.
ავტორიტარული სახელმწიფოს ნიშნები
ავტორიტარი მმართველები ძირითადად ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოდიან წინა ხელისუფლებას ჯერ ძირს უთხრიან ხოლო შემდგომ სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით ამხობენ.
ძალაუფლებაზე მონოპოლიის შენარჩუნება ავტორიტარული სახელმწიფოების მთავარი მიზანია ამდენად, ავტორიტარი მმართველები ცდილობენ შეინარჩუნინ კონტროლი იმ საშუალებებზე,რომლითაც თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს დააშინებენ, შეავიწროვებენ დააპატიმრებენ გადაასახლებენ ადნ სიკვდილით დასჯიან. ჯარი და პოლიცია იძულებითი იარაღია, აქედან გამომდინარე ღიღია სამხედრო რეჟიმების დმაყარების ალბათობა.
ავტორიტარიზმის თეორია: მითი თუ რეალობა
ხშირად ხდება ავტორიტარიზმის უკიდურესი ფორმის განზოგადება, რაც არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს, დამღა რომელიც ავტორიტარიზმს მუდმივად თანს სდევს და რისი არსებობაც გასაგებია და გამართლებული, რამდენიმე პოპულარული მცდარი მოსაზრების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ქვემოთ განვიხილავთ ექვს ასეთ მოსაზრებებს, რომლებიც რეალობისა და მითის სინთეზზეა დამყარებული.
1. ავტორიტარიზმი თანამედროვე ფენომენია ეს ჰიპოთეზა თერთი შეხედვით ჭეშმარიტს ჰგავს თუმცა მცირე კრიტიკასაც ვერ უძლებს.
2. ავტორიტარული რეიმი ტირანულია.
ეს ფორმა გულისხმობს პოლიტიკური კონტროლის ისეთ ტრადიციულ მეთოდებზე ,როგრიცაა ამბსოლუტური სისასტიკე და რეპრესიები.
3. ავტორიტარული რეიმები არალეგიტიმურია.
ისტორიულად სწორედ ტრადიციები და რელიგია არის ხელისუფლების ლეგიტიმურობის ორი ძირითადი წყარო, თანამედროვე დიქტატურა ლეგიტიმურობის პირობებში და ნაკლებად ფორმალურ წყაროებზეა დაფუძნებული.
4. ავტორიტარული რეიმი პოპულარობით არ სარგებლობს.
ისინი ვინც დემოკრატიულსახელმწიფოებში ცხოვრობენ, ბუნებრივია დარწმუნებულები არიან,რომ არჩევნის შემთხვევაში სხვების უპირატესობას სწორეს დემოკრატიულ სისტემებს მიანიჭებენ,როგორც აღმოჩნდა ეს შეხედულება მცდარია. უდავოა, რომ დიქტატორები ხალხში არა მხოლოდ შიშს თესავენ არამედ, პატივისცემას, რწმენას, ნებაყოფლობით მორჩილებასა და სიყვარულსაც კი რადგან ავტორიტარი ლიდერები ზოგჯერ ზოგჯერ პოლიტიკურ სტაბილუირობასა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის თაყვანისცემის ობიექტებსაც ხვდებიან.
5. ავტორიტარული რეიმი საზოგადოებრივ ინტერესებს უგულებელყოფს. ვერც ეს განზოგადებული მოსაზრება უძლებს კრიტიკას. ყველაზე უარეს ტირანსაც ძალუძს ქვეყნის პოლიტიკური ქაოსიდან და ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოყვანა და წესრიგისა და კეთილდღეობის გზაზე დაყენება.
6. ავტორიტარიზმი ყველაზე ცუდი მმართველობაა ყოველთვის უნდ ააღინიშნოს,რომ ტოტალიტარულ სახელმჭიფოებში პიროვნების თავისუფლება გაცილებით შეზღუდულია, ვიდრე ტრადიციული ავტოკრატიის პირობებში. მეორე როგორც უკვე ვთქვითმკვეთრად განსხვავდება ის მასშტაბები,რომლითაც სხვადასხვა ავტოკრატი მმართველი თავის მოპაექრეების ექსპლუატაცია იწვევს.
ავტორიტარიზმის აღსასრული
მიუხედავად იმისა რომ ავტორიტარული ხელისაუფლება პოლიტიკური წესრიგის დამყარების ყველაზე სწორაზროვან და მარტივი გზაა. პოლიტოლოგებუ უკვე ავტორიტარიზმის ეპოქის დასასრულზე ალაპარაკდნენე. 1974-1990 წლებში ლათინური ამერიკის, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 30-ზე მეტი ქვეყანა დემოკრატიულ მმართველობაზ ეგადავიდა. ამ ფენომენს ხშირად კომუნისტური სისტემის კრახით ხსნიან, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში სოციალიზმის დასრულებაც უფრო ადრეც არადემოკრატიული სისტემები ერთი მეორის მიყოლებით დაემხო, რამდენად მდგრადი აღმოჩნდა ავტორიტარიზმსე უარის თქმის აღნიშნული მცდელობა, ამ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი რჩება.
ევტორიტარიზმის ერთ-ერთ თანამედროვე გამოვლინებას, მისი უკიდურესი ხასიათიდან გამომდინარე ტოტალიტარიზმი ეწოდება.
ტოტალიტარიზმის არსი
ტოტალიტარიზმი არის დაშინების სისასტიკისა და იდეოლოგიურ მანიპულაციაზე დმაყარებული პოლიტიკური მართვის ყოვლისმომცველი სისტემა.
მეოცე საუკუნეში ტირანიის ახალი და ექსტრემალური ფორმა ტოტალიტარიზმი გაჩნდა ტერმინი გულისხმობს საზოგადოაბეასა და მის წევრებზე ტირანი მმართველებისა და თავს მოხვეული შეხედულებების სრულ ბატონობას. მთავრობის ძალაუფლება იმდენად ფართოა, რომრეჟიმი მის ქვეშემრდომებს მხოლოდ კონტროლს კი არა ადამიანის ბუნების გარდაქმნასაც ცდილობს. ძალადობა ყველა ტოტალიტარული სახელმწიფოს საფუძველია-კონროლირებადი სისტემატიური, სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული ძალადობა. ეს ძალადობა ხშირად განურჩეველი მასობრივი ტერორისა და გენოციდის სახეს იღებს, რომელიც ხალხის მთელი ჯგუფების,კატეგორიების ან კლასების წინააღმდეგაა მიმართლი, რომელთაც მტრების კონტრრევოლუციონერების, ჯაშუშების ან საბოტაჟის მომწყობთა იარლიყებს აკრავენ.
ტოტალიტარული სახემწიფოს მზიანია ტოტალური პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური კონტროლის დამყარება. ტოტალური დიქტატურა მოიცავს ტოტალურ ბატონობას რომელიც არც მიღებული კანონებითა ან კოდექსებით და არც მთავრობის ფუნქციებით არის შეზღუდული. ტოტალიტარი მმართველები სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის განსხვავებას სპობენ.
ტოტალ;იტარიზმი შეზღუდულია იმ შემთხევვაში,იმ საჭიროებით,რომ ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივი მოქმედების მდგომარეობაში ამყოფებს რასაც ელიტები აკონტროლებენ.
როგრო იწყება ტოტალიტარული მოძრაობები?
ჩვეულებრივ ისისნი ჩაისახებიან ხოლმე ძალადობაში და ამოიზრდებიან დაშლილი ან დაშლის პირას მყოფი სახელმწიფოს ნანგრევებიდან.
ტოტალიტარული რევოლუციის შემთხევვაში ლიდერის გარდა კიდევ ოთხ ელემენტს აქვს მნიშვნელობა: იდეოლოგია, ორგანიზაცია,პროპაგანდა და ძალადობა. განვიხილით თითოელული მათგანი ცალცალკე .
იდეოლოგია
ხელმძღვანელობის ხარისხის მიუხედავად, ტოტალური რევოლუციები დამოკიდებულია დიდი რაოდენობის ხალხის სურვილზე-მიზნის მისაღწევად საკუთარი თავი გაწირონ და მოძრაობაში ჩაერთონ. ამგავრი გაუაზრებელი თავდადების გამოწვევარაციონალური მოწოდებით ვერ მოხდება. ის უნდა გამომდინარეობდეს აბსოლუტური ჭეშმარიტების ბრმა რწმენიდან. რომელსაც ყოვლისმომცველი პოლიტიკური დოქტრინა ითვლება.
განვიხილით როგროი უტოპიური ხედვა გააჩნდათ სხვადასხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში.
მარქსისტ-ლენინისტები ამ უტოპიას განიხილავდნენ,როგორც უკლასო საზოგადოებას, რომელიც თავის მხრივ ყვფელა სოციალურ და ეკონომიკურ უსამართლობას აღმოფხვრავდა.
ნაცისტურ გერმანიაში უტოპია იყო რასობრივი ,,დაბინძურების” გარეშე არსებული საზოგადოება,რომელიც რასობროვი თვალსაზრისით ,,ჩამორჩენილების” გაწყვეტასა და დამონებას ითვალისწინებდა.
ორგანიზაცია
იდეოლოგია ყოვლისმომცველ რევოლუციებში მყარი ორგანიზაციის გარეშე ვერ განხორციელდება. სხვადასხვა რევოლუციის ლიდერები პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლისას ფორმალური ორგანიზაციების განსხვავებულ მეთოდზე აკეთებენ აქცენტს.
პროპაგანდა
რამდენადაც თანამედროვე პოლიტიკა სულ უფრო მეტი ადამიანის ცხოვრებას ეხება,პროპაგანდა-იდეებისა და ინფორმაციის ფართოდ გავრცელებაა, რომელიც საგანგებოდ ისეა აგებული,რომ კონკრეტული მიზნების განხორციელებას შეუწყოს ხელი-მძლავრი პოლიტიკური იარაღი გახდა. წარმატების მისაღწევად,როგორც ჰიტლერმა შენიშნა,პროპაგანდა მხოლოდ მასებისკენ უნდ აიყოს მიმართული. შესაბამისად მისი მოქმედების ძირითადი სმაიზნე ემოციები უნდა იყოს და ნაკლები ხარისხით ინტელექტი.
რევოლუციონერებისათვის ძალადობა განსაკუთრებით სასარგებლოა პროპაგანდის ეფექტის გაძლიერების თვალსაზრისით. ტოტალიტარული ტიირანების ერთ-ერთმა მკვლევარმა დაასკვნა,რომ ტერორი პროპაგანდის გარეშე ძლიერი დარტყმის უნარს კარგავს. ტერორის მიზანი კი პირადი უსაფრთხოების ფსიქოლოგიურ შეგრძნებებზე შეტევაა, რომლის არსებობა სოციალური სტაბილურობის წინაპირობას წარმოადგენს.
ძალადობა
ტოტალიტარიზმი ავტორიტარიზმისაგან იმით განსხვავდება, რომ ტოტალიტარი ტირანისთვის ყველაფერს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მათშორის სამუშაოს,განათლებას,რელიგიას, სპორტს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაოახსაც კი. ეს რეჟიმები ცდილობენ საზოგადეობრივ გარდაქმნას იდეოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად ისინი თავისთავად ანადგურებენ,, ხალხის ყველა მტერს”. ამ ორი უმნიშვნელოვანესი თვალსაზრისით ტოტალიტარული რეჟიმები განსხვავდება იფრო ტრადიციული არა დემოკრატიული ავტორიტარული სახელმწიფოსაგან. საავტორიტარული მთავრობები ჩვეულებრივ ცდილობენ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას და არა საზოგადოების გარდაქმნას და მტრების წრეს განსაზღვრავენ, როგორც ცალკეულ ინდივიდებს და არა ჯგუფებს რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან არსებულ სახელმწიფოს.
დასკვნა
ტოტალიტარული სახელმწიფოები უტოპიური ხედვის რეალიზებასა და პოლიტიკური წესრიგის შექმნას ცდილობენ. ავტორიტარული სახელმწიფოს მსგავსად ტოტალიტარული სახელმწიფოებიც არადემოკრატიულები არიან.
ტოტალიტარიზმის მიერ გამოწვეული ადამიანური დანაკარგი ყოველგვარ ზღვრებს სცდება.
ტოტალიტარული სახელმწიფოები მრავალგვარი ფორმით ჩნდებიან და მისი გაჩენის შესაძლებლობა დღესაც არსებობს იქ სადაც დიდი სიღარიბე,უსამართლობა,ძალადობისა და არეულობის პოტენციალია.
მასალის ავტორი: დიანა რობაქიძე
|ტეგები: საბჭოთა, იოსებ, სტალინი, ტოტალიტარული, ავტორიტარული, იმპერია, სსრკ, სოციალისტური, გერმანია, ჰიტლერი.ჯუღაშვილი
მიმაგრება: სურათი 1
წყარო: BT.PVT.GE