აზერბაიჯანმა საბაჟო ტარიფების შეამცირა

აზერბაიჯანმა ბიზნესს საბაჟო საგადასახადო წნეხი შეურბილა.

1-ლი იანვრიდან ქვეყანაში საბაჟო გადასახადების ახალი სისტემა ამოქმედდა. შედეგად 2001 წლიდან მოქმედი 7 საბაჟო განაკვეთი სამამდე შემცირდა და ძალაში რჩება “0”, “5” და “15” პროცენტიანი განაკვეთები.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქონლის უმეტესობა (ნედლეული და აღჭურვილობა) ნულოვან განაკვეთში მოექცევა. 5% დაიბეგრება ნახევარფაბრიკატები, მზა პროდუქციაზე განაკვეთი კი, 15%-მდე გაიზარდა.

ასევე შეიცვალა საბაჟო განაკვეთი ავტომობილებზე. კერძოდ, ახალ ავტომობილებზე, 1500 და მეტი მოცულობის ძრავზე, 1 კუბ.სმ -ზე გადასახადი 0.7 დოლარი იქნება, ნაცვლად 0,4 დოლარისა და ნახმარ ავტომობილებზე 1.2 დოლარი 1 კუბ.სმ-ზე, ნაცვლად 0.7 დოლარისა.

gbc.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.