შაბათი, დეკემბერი 4, 2021
detective
მთავარიმეცნიერებატექნოლოგიაათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული ათწლეულის განმავლობაში, Apple-ი მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა, თუმცა გაუმჯობესებული კომპიუტერებისა და გაჯეტების სახით, მხოლოდ რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოუშვა. გარდა ამისა, კომპანიის დამოკიდებულება ჩინეთზე უფრო გაიზარდა და როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ამ ფაქტორმა Apple-ი აიძულა, პოლიტიკურ კომპრომისებზე წასულიყო. რას ნიშნავს ეს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას BBC შეეცადა.

პრეისტორია – როგორი იყო პირველი ათწლეული ჯობსის გარეშე?

1976 წელს სტივ ჯობსმა თავის მეგობარ სტივ ვოზნიაკთან ერთად Apple Computer Company დააარსა. ის მაშინ 21 წლის იყო, თუმცა აქამდე უკვე მოასწრო კოლეჯში ჩარიცხვა და მისი მიტოვება, ჰიპების კომუნაში ცხოვრება, ფსიქოდელიური ნარკოტიკებისა და რამდენიმე რადიკალური დიეტის მოსინჯვა. ის Hewlett-Packard-სა და ვიდეოთამაშების მწარმოებელ Atari-ში მუშაობდა. მან შვიდი თვე გაატარა ინდოეთში, სადაც ძენ-ბუდიზმს ეცნობოდა. 

1984 წელს Apple-მა გამოუშვა Macintosh-ი, რომელმაც პერსონალური კომპიუტერების ბაზარი შეცვალა. კომპანიას უკვე ჰყავდა ათასობით ფანი, რომლებიც ელოდებოდნენ მის ახალ პროდუქციას ისე, როგორც მსმენელი საყვარელი როკ-ჯგუფის ალბომებს. ჯობსმა ათობით მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ვიზიონერის რეპუტაცია შეიქმნა. თუმცა მისი რთული ხასიათის გამო, სტივის პოპულარობა კომპანიის შიგნით სულ უფრო იკლებდა. ერთი წლის შემდეგ, როდესაც მან თავის წინააღმდეგ ყველაზე ერთგული აქციონერების განწყობაც კი მოახერხა, დირექტორთა საბჭომ ის თავიდან მოიშორა. 

თავისი დამფუძნებლის გარეშე, Apple-ის საქმე ცუდად წავიდა. ზარალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და თანამშრომელთა მასობრივი შემცირება დაიწყო. 1996 წელს ჯობსი დაბრუნების შეთავაზებას დასთანხმდა და Apple-ი ამ ინდუსტრიაში ლიდერი გახადა. სწორედ მის გენიალობას მიაწერდნენ თაყვანისმცემლები iMac-ისა და MacBook-ის, შემდეგ კი – iPod-ის, iPhone-ისა და iPad-ის შექმნას. სტივ ჯობსის სახელი კომპანიის 200 -ზე მეტ პატენტზეა, მათ შორისაა გაჯეტების შეფუთვის დიზაინი და ლეპტოპების კვების ბლოკის მაგნიტური კონექტორი. 

2011 წელს ჯობსმა, რომელიც კიბოს დიდხანს ებრძოდა, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა და პოსტი გადასცა ტიმ კუკს, რომელიც თავის მემკვიდრედ თავადვე აარჩია. იქამდე კი ეს უკანასკნელი ოპერაციული დირექტორი იყო და კომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა, როდესაც სტივ ჯობსი საავადმყოფოში წვებოდა.

რა მოხდა APPLE-დან ჯობსის საბოლოოდ წასვლის შემდეგ? ვინ არის “Tim Apple”-ი?

APPLE-ის გარდაუვალ წარუმატებლობაზე საუბარი სკეპტიკოსებმა და კონკურენტებმა მალევე დაიწყეს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ახალი გამოგონებებისა და ინოვაციების გარეშე კომპანიას იგივე ბედი ელოდა, რაც მას პირველ ათწლეულში ჯობსის წასვლის შემდეგ დაემართა. ”ჩვენ ვნახეთ Apple-ი ჯობსთან ერთად. ჩვენ ვნახეთ Apple-ი ჯობსის გარეშე”, – ამბობდა მილიარდერი ლარის ელისონი, რომელიც კორპორაციის დაცემას წინასწარმეტყველებდა. “Apple- მა თავის პიკს მიაღწია, შემდგომი ეტაპი მხოლოდ მისი დაცემაა”, – ამბობდა გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში კომპანიის ყოფილი ინჟინერი დენ კროუ. Forbes-ის მიმომხილველი პიტერ კოენი წლიდან წლამდე ამტკიცებდა, რომ Apple-ი განწირული იყო.  

ყველაფერი კი სულ სხვაგვარად მოხდა. Apple-მა დაიპყრო ახალი ბაზრები და შემოსავლების მიხედვით რეკორდების მოხსნა განაგრძო. პანდემიის მიუხედავად, კომპანიის მოგებამ ასევე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. 2021 წლის იანვარში Apple-მა განაცხადა, რომ iPhone– ის აქტიური მომხმარებლების აუდიტორიამ 1 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა. ტიმ კუკი საბოლოოდ კომპანიასთან ისევე ასოცირდა, როგორც Apple-ის დამფუძნებლები. “Tim Apple” – ასე უწოდა მას აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ახალი პროდუქტები თუ კარგი ძველი?

ბაზრის ტრიუმფებმა სკეპტიკოსები მაინც ვერ დაარწმუნა. ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოვიდა – პირველ რიგში კი, Apple Watch-ი და AirPods-ი. “რადიკალური ინოვაციები, რომელიც  ჯობსის დროს ხდებოდა, არ შეიძლება ყოველთვის მოხდეს”,- აცხადებენ ექსპერტები. 

Apple-ის ყველა ახალი პროდუქტი არ მიუღიათ თაყვანისმცემლებს ისეთივე ენთუზიაზმით, როგორც- iPod-ი და iPhone-ი. უკაბელო ყურსასმენებმა – AirPods-მა თავდაპირველად ბევრი დაცინვა გამოიწვია. თუმცა უკვე 2020 წელს, Apple-მა ყურსასმენებით უფრო მეტი მოგება მიიღო, ვიდრე ისეთი ტექნოლოგიური კომპანიების მთლიანმა შემოსავალმა, როგორიცაა Twitter-ი, Spotify და Snap-ი.

გოლფი ტრამპთან და კომპრომისები ჩინეთთან

Apple-ი სტივ ჯობსის პერიოდში მის ეპოქას ასახავდა: ძირითადი აქცენტი ამერიკულ და ნაწილობრივ, ევროპულ ბაზრებზე კეთდებოდა. დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის – სწრაფად გამდიდრებული ჩინეთი თამაშის საკუთარ წესებს კარნახობს. წარმოების გადატანა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჯერ კიდევ ჯობსის დროს მოხდა. თუმცა Apple– ის ჩინური სტრატეგიის არქიტექტორი გახდა ტიმ კუკი, რომელიც ეყრდნობოდა გიგანტურ ქარხნებს, სადაც სამუშაო ძალა რამდენჯერმე იაფია, ვიდრე ამერიკული და პროდუქტიულობაც უფრო მაღალია.

კუკი ყოველთვის უფრო დიპლომატი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი. მან ორი თეთრი სახლის ადმინისტრაციის ზეწოლას გაუძლო და შეძლო კარგი ურთიერთობების დამყარება ტრამპთან, რომელმაც პეკინს სავაჭრო ომი გამოუცხადა და დააჯილდოვა კორპორაციები, რომლებმაც ამერიკაში “სულელური წარმოების ჯაჭვების” დაბრუნებაზე უარი თქვეს. 

Apple-ის ხელმძღვანელი თამაშობდა გოლფს აშშ-ს პრეზიდენტთან, მხარს უჭერდა ტრამპის ქალიშვილის, ივანკას საზოგადოებრივ ინიციატივებს და თეთრი სახის იმდროინდელმა მეთაურმა მას მეგობარი უწოდა. აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტი დასთანხმდა, Apple-ის პროდუქციაზე არ ემოქმედა იმ ტარიფებს, რომლებიც მან ჩინეთში დამზადებულ პროდუქტებზე დააწესა. კუკმა შეძლო დაერწმუნებინა თავისი ახალი მეგობარი, რომ ეს  ტარიფები მის კომპანიას დაასუსტებდა და მთავარ კონკურენტს, Samsung-ს გააძლიერებდა. 

როგორც ექსპერტები ამბობენ, ჯობსის მემკვიდრეობა არის ფუნდამენტური იდეა იმისა, რომ ნამდვილი მაგია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნების გადაკვეთისას ხდება.  Apple-ი სხვა ტექნოლოგიური გიგანტებისგან გამოირჩევა ჯობსის მიერ წარმოდგენილი დახვეწილი სიახლეებით და ეს ტრადიცია კუკმა წარმატებით გააგრძელა.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
861,883
დადასტურებული შემთხვევები
Updated on December 4, 2021 4:51 pm

უახლესი

შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

0
შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა“შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და...

7 ნოემბერი – უღალატა ამომრჩეველს, არ უღალატია სახელმწიფოსათვის

0
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ოპოზიციის მიტინგის გამართვის დროდ 7 ნოემბრის გამოცხადებას ბევრში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა - თვით გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშიც კი. ამ...

ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში – გიორგი წიკლაური

0
დასასრულს მიუახლოვდა საარჩევნო კამპანია, მღელვარება კი უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ვიცი, რომ ეს მღელვარება უსაფუძვლოა, რადგან ყოველი შეხვედრა თქვენთან, ჩემს ამომრჩეველთან, თავდაჯერებულობას მმატებდა,...

ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომლის...

0
ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის.- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...