“ალეკო გისმენთ!” – ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა (ვიდეო)

პარტია მოქალაქეების ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გააკრა. ამაზე მან Facebook-ის გვერდზე ლაივ ჩართვაში ისაუბრა.

ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო ნომერი ჯერ არ აქვს, ამიტომ ბანერზე ტელეფონის ნომერის დაწერა არჩია ხალხთან ურთიერთობისთვის და აზრების გამოცვლისთვის.

“გამოკრული არ გვქონდა ბანერი, რომ რამდენიმე ზარი შემოვიდა. ერთს ვუპასუხე, დანარჩენებს გადავურეკავ”, – ამბობს ელისაშვილი და მოუწოდებს ხალხს, დაურეკონ მითითებულ ნომრებზე და ესაუბრონ საბურთალოს პრობლემებზე. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.