ამერიკაში ტბა ცისფერი ყინულით დაიფარა

თებერვლის ბოლოს, ამერიკაში, მიჩიგანის შტატის მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ მაკინოს სრუტეში ტბა ცისფერი ყინულით დაიფარა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს. ინფორმაციას imedi news აქვეყნებს.

სინამდვილეში, ყინულის ლოდებს ცისფრად მხოლოდ თვალი აღიქვამს.

საქმე იმაშია, რომ უქარო ამინდში სუფთა წყალი თანაბრად იყინება, წარმოიქმნება დიდი, სწორი ფილები, რომლებიც განსხვავეულად ირეკლავენ მზის სინათლეს. ყინულის ეს ფილები შთანთქავენ სინათლის წითელ ტალღებს (ყველაზე გრძელ ტალღებს) და ირეკლავენ ლურჯს (ყველაზე მოკლე ტალღებს).

ამის გამო, ყინული იღებს ცისფერ შეფერილობას.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.