ამერიკა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

შეერთებული შტატების ხაზინამ ოთხშაბათს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების ახალი სერია, ამჯერად, 15 რუს ინდივიდუალურ პირსა და კომაპნიას ეხება, რომლებიც 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ და დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღით ყოფილ რუს აგენტს თავს დაესხნენ.

სანქცირებულ პირთა შორის რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მაღალჩინოსნები არიან, კომპანია კი რუსეთის ციფრული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის „ინტერნეტ კვლევის სააგენტოა.“ დღემდე არსებული სანქციები „გრუ-ს“ აგენტებს უკვე მოიცავდა, მაგრამ ახალი ზომებით, სანქცირებულ აგენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ხაზინის მდივნის განცხადებით, „ხაზინა სანქციებს უწესებს რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს, რომლებიც ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით კიბერ ოპერაციებში და სხვა საზიანო საქმეებში იყვნენ ჩართული.“ სტივ მნუშინმა ასევე დასძინა, რომ „კოლექტიური ზომების მისაღებად, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოკავშირეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას რუსეთის, მისი მოკავშირეებისა და დაზვერვის სააგენტოების უწყვეტი და მავნე საქმიანობის შესაკავებლად და მისგან დასაცავად.“

ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ ოლეგ დერიპასკასთან დაკავშირებულ კომპანიას „რუსალ“ სანქციებს მოუხსნის, რადგან დერიპასკა კომპანიას აღარ ფლობს.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯამში რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ 272 ადამიანსა და კომპანიას დაუწესა სანქციები.

ხაზინის მდივნის განცხადებით, „ხაზინა სანქციებს უწესებს რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს, რომლებიც ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით კიბერ ოპერაციებში და სხვა საზიანო საქმეებში იყვნენ ჩართული.“ სტივ მნუშინმა ასევე დასძინა, რომ „კოლექტიური ზომების მისაღებად, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოკავშირეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას რუსეთის, მისი მოკავშირეებისა და დაზვერვის სააგენტოების უწყვეტი და მავნე საქმიანობის შესაკავებლად და მისგან დასაცავად.“

amerikiskhma.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.