ამერიკელებმა გაასაჯაროვეს ინფორმაცია თუ რა სცენარით წარიმართება სამხედრო წვრთნები Defender Europe

ამერიკელმა სამხედროებმა გაასაჯაროვეს ინფორმაცია იმის შესახებ,თუ რა სცენარით წარიმართება სამხედრო წვრთნები Defender Europe,რომელიც გაიმართება 2020 წელს.აღსანიშნავია რომ ეს არის ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნები. მასში მონაწილეობას მიიღებს 20 000 სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით ამდენივე სამხედრო ტექნიკა,რომელიც გადმოსროლილ იქნება შეერთებული შტატებიდან,ამას დამატებული  ევროპაში რეზერვში არსებული 13 000 ერთეული ტექნიკა-ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს  defence-blog.

წვრთნები მიზნად ისახავს(ევროპაში გაიმართება წვრთნების პირველი ეტაპი — წვრთნების დანარჩენი ეტაპები გაიმართება სხვადასხვა რეგიონებში) ახალი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას: სტრატეგიის თანახმად მათი სავარაუდო მოწინბააღმდეგე იქნება რუსეთი და ჩინეთი,რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ დასავლეთის წინააღმდეგ.წვრთნებზე  Defender Europe აშშ წარმოდგენილი იქნება 5 დივიზიით,ესენია: 1-ლი საკავალერიო, 82-ე საჰაერო სადესანტო, 1-ლი ჯავშანსატანკო, 1-ი და 3-ე ქვეითი. წვრთნებში ასევე მონაწილეობას მიიღებს ეროვნული გვარდიის სამხედრო ფორმირებები და სარეზერვო ქვედანაყოფები 11 შტატიტად.

პირველ ეტაპზე სამხედროებს გადაისვრიან ევროპაში,მათთვის ბელგიაში და გერმანიაში მზადდება პლაცდარმები.

მეორე ეტაპზე საქმეში ერთვება საქართველო, სადაც გადაისვრიან 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიიზიის სწრაფი რეაგირების დანაყოფებს.

მესამე ეტაპი იქნება საკომანდო პუნქტების გამართვა,რომლების კოორდინაციას გაუწევენ ევროპის სხვადასხვა მონაკვეთებში გაბნეულისამხედრო ქვედანაყოფების მოქმედებას.

მეოთხე ეტაპი დაეთმობა მდინარეების გადალახვას და სანაპირო ზოლზე საზღვაო დესანტის გადასხმასზღვების გადალახვას

მეხუთე ეტაპი — გაერთიანებული ძალების პერედისლოკაცია. სულ ამერიკელებს მოუწევთ 4 000 კილომეტრის დაფარვა,წვრთნები გაიმართება ევროპის 10 ქვეყნის ტერიტორიაზე.

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.