coronavirus

ამერიკელი და ბრიტანელი ექიმების აზრით, კორონავირუსი ყნოსვის შეგრძნების დაკარგვას იწვევს

აშშ-ს ოტოლარინგოლოგიის, თავისა და კისრის ქირურგიის აკადემიის თანახმად, ახალი კორონავირუსი სხვა სიმპტომებთან ერთად ყნოსვისა და გემოს დაკარგვასაც იწვევს. ამდენად, ამერიკელი ექიმების აზრით, ანოსმია, ანუ ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა და დისგევზია, გემოს დაკარგვა, COVID-19-ის გამოვლინებად შეიძლება, ჩაითვალოს.

განცხადებაში ისიცაა ნათქვამი, რომ ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ყნოსვის დაკარგვის გარდა სხვა არც ერთი სიმპტომი აღენიშნებოდა. შესაბამისად, ყნოსვის დაკარგვა თვით-იზოლაციის მიზეზიც უნდა გახდეს.

ახალი კორონავირუსის შედეგად ყნოსვის დაკარგვის გამოვლინებაზე საუბარი იყო ბრიტანეთის ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთა პროფესიული გაერთიანების განცხადებაშიც, სადაც ნათქვამია, რომ “არსებობს საკმარისი მტკიცებულება სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან და იტალიიდან, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მნისვნელოვან ნაწილს განუვითარდა ანოსმია”.

ბრიტანელი ექიმების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გერმანიაში სამი დადასტურებული შემთხვევიდან ორში ყნოსვის შეგრძნების დაკარგვასაც ჰქონდა ადგილი, სამხრეთ კორეაში კი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 30%-ში პაციენტებს ყნოსვის დაკარგვის გარდა სხვა არც ერთი ძირითადი სიმპტომი აღენიშნებოდათ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

Tags: No tags

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.