ამერიკელი კონგრესმენების წერილებზე პასუხის გასაცემად „ოცნებამ“ არჩილ თალაკვაძე შეარჩია

„ასეთ საკითხებს გუნდში განხილვა არ სიჭრდება და არც ყოფილა. სავარაუდოდ, საქართველოს დელეგაციას აშშ-ის კონგრესში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს”, – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია გავრცელებულ ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ პრემიერ გიორგი გახარიასადმი მიწერილ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე პასუხის გასაცემად „ოცნებამ” პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეარჩია.

„მე რომ არ ვიქნები ამ დელეგაციაში, ვიცი. ალბათ ის ხალხი შეირჩევა დელეგაციის წევრებად, რომლებიც პარლამენტის საგარეო კომიტეტთან ასოცირდება.

„ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუ როდის გაემგზავრება დელეგაცია და ვინ უხელმძღვანელებს. ასეთი საკითხებს გუნდში განხილვა არ სჭირდება და არც ყოფილა. სავარაუდოდ დელეგაცია უახლოეს პერიოდში გაემგზავრება და მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება იქნება თუ არა დელეგაციის შემადგენობაში პრემიერ-მინისტრი გახარია, პირადად მე გამოვრიცხავ”, – განაცხადა “რეზონანსთან” ნუკრი ქანთარიამ

ია აბულაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.