ამერიკელი კონგრესმენი: პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, ქვეყანას უარყოფითად უყურებენ

cnfo785scptbww7.jpg

“დემოკრატიული ფასეულობებისაგან უკან დახევა და ამასთან დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკური კეთლდღეობის გაუარესება” – ამ შინაარსის წერილით მიმართავენ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეერთებული შტატებიდან.

ტეხასელი კონგრესმენი რენდი ვებერი გიორგი გახარიას მიმართ მიწერილ წერილში აცხადებს, რომ უერთდება შეერთებული შტატების კონგრესის წევრების მზარდ შეშფოთებას.

,,ვუერთდები ჩემი კოლეგების მიერ გამოხატულ  შეშფოთებას შეპირებულ დემოკრატიული რეფორმებზე უარის თმის, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და პოლიტიკური ოპონენტების, ახალი ამბების ოპერატორების, ამერიკული და საერთაშორისო კორპორაციების  და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში უკანონო ამოღების გამო”,- ვკითხულობთ  წერილში.

კონგრესმენი უცხოური ინვესტიციების შემცირების შესახებაც წერს და კორუფციის აღქმის ინდექსის საერთაშორისო კვლევის შედეგები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებელი 2015 წლიდან იკლებს.

,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება არ არის გასაკვირი და როგორც ჩანს ის არამეგობრულ გარემოს და შევიწროებას უკავშირდება”,- წერს კონგრესმენი.

წერილში ის ასევე საუბრობს კომპანია ფრონტერასა საქმესა და ფეისბუკის ,,ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული გვერდების აღმოჩენისა და გაუქმების შესახებაც. კონგრესმენის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის.

“პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენს ქვეყანას უარყოფითად და სიფრთხილით უყურებენ, როდესაც საქმე შეერთებული შტატების  მთავრობიდან ასიგნირების  კანონმდებლობას ეხება… იმედია მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა საბოლოოდ, იპოვის გზას გასცეს სწორი პასუხი ქმედებებს, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის”, – წერს კონგრესმენი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.