ამერიკის მთავრობამ პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქებს ბრძოლა გამოუცხადა – პირველი პლოხოტნიუკია

„ამერიკის მთავრობამ  პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქებს  ბრძოლა გამოუცხადა  და მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა“,  – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვყნა. მათი ინფორმაციით, ვლადიმერ პლახოტნიუკი ქვეყნიდან  არაფორმალური მმართველობისა და კორუფციული გარიგებების  გამო , გაისტუმრეს.

პლოხოტნიუკი შტატებმა შავ სიაში შეიყვანა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას “ტვიტერზე” ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში.

“ვლადიმერ  პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა და  დიდი  ზიანი  მიაყენა  დემოკრატიული  ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. მე დღეს იგი ოფიციალურად შევიყვანე სანქცირებულ პირთა სიაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვას” – წერს პომპეო “ტვიტერში”.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს  პლახოტნიუკის ოჯახის წევრებსაც.  მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრაძალებათ.

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.