ამერიკული ბიზნესის შევიწროების გამო, საქართველო კონგრესის სანქციების მოლოდინშია

საქართველოს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს კიდევ ერთი კონგრესმენი, რობ ბიშოპი შეუერთდა. იუტას შტატის წარმოამდგენელი, რომელიც ბუნებრივი რესურსებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრიცაა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესგარემო შეინარჩუნოს და არ შეავიწროვოს ამერიკელი ინვესტორები.

თუ გახარიას მთავრობა რჩევას არ გაითვალისწინებს, კონგრესმენი ამერიკის მთავრობას მოუწოდებს სანქციები დაუწესონ „ოცნების“ იმ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს, ვინც ამ დარღვევებში იქნება გარეული. სანქციების ადრესატებს დაებლოკებათ ანგარიშები და აეკრძალებათ შეერთებულ შტატებში ჩასვლა. 

თბილისში ვარაუდობენ, რომ სანქციების კანონპროექტს კონგრესში მხარდაჭერები კიდევ დაემატებიან. კოგრესმენემა რობ ბიშოპმა გიორგი გახარიას ოფიციალური წერილით 9 მარტს, მიმართა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომხდარი შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ.

კონგრესემნი ბიშოპი, რომელიც ნატო–ში ამერიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრია, შეშფოთებული იყო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო და სთხოვდა ხელისუფლებას, მოკავშირეების რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა.

კომპანია „ფრონტერა რისორსის“ კორპორაციის პრტეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ე.წ. სანქციების კანონპროეტს მალე კონგრესში გაცილებით მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება, რადგან ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად დევნის.

საქართველოს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი მარკვეინ მალენმა გასულ წელს შეიმუშვა, თუმცა მისი კოლეგები კოგრესმენს 2020 წლის იანვრიდან შეურთდნენ.

mtavari.tv

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.