ამერიკული სანქციები მოქმედებაში-მოსკოვის ბირჟა ჩამოიშალა, რუსული კომპანიები უფასურდება ლონდონში

BBC -ის ინფორმაციით მოსკოვის ბირჟა ჩამოიშალა. დაეცა ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა – “გაზპრომი”, “სბერბანკი”, “ლუკოილი”, “როსნეფტი”, “ნორილსკი ნიკელი”.

რუსული კომპანიები უფასურდება ლონდონში – დაეცა “ლუკოილის”, “როსნეფტის”, “სურგუტნეფტეგაზის” და სხვა უმსხვილესი კომპანიების აქციები.

კრიზისი შეეხო რიგით მოქალაქეებსაც – ორშაბათს დოლართან და ევროსთან მიმართებაში სწრაფი გაუფასურება დაიწყო რუსულმა რუბლმა.

ანალიტიკოსების შფასებით, აშშ-ს სანქციებით შეშინებული ინვესტორები კონტრაქტებს წყვეტენ რუსულ კომპანიებთან, შედეგად ამ კომპანიების აქციები ეცემა.

აშშ-ს მოთხოვნით 5 ივნისამდე ყველა ინვესტორმა ყველანაირი კავშირი უნდა გაწყვიტოს 12 რუსულ კომპანიასთან, რომლებსაც რუსი ოლიგარქები – ოლეგ დერიპასკა, ვიქტორ ვექსელბერგი, იგორ როტენბერგი და კირილ შამალოვი აკონტროლებენ.

გაფრთხილება ეხება არა მარტო აშშ-ს მოქალაქეებს და ამერიკულ კომპანიებს, არამედ ყველა პარტნიორს და ინვესტორს მესამე ქვეყნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ში აცხადებენ, რომ სანქციები გავრცელდება მათზეც.

ექსპერტების შეფასებით  აშშ-ს სანქციები არასდროს ყოფილა ასეთი მტკივნეული რუსეთისთვის. სანქციები შეეხო  რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს. მათ აღარ შეუშვებენ აშშ-ს ტერიტორიაზე, გაუყინეს ამერიკაში ყველა აქტივი, შეეზღუდათ წვდომა ამერიკულ ბანკებთან. მხოლოდ ერთმა ოლიგარქმა – ოლეგ დერიპასკამ, ფორბსის ინფორმაციით 9 აპრილს დილისთვის 1.3 მილიარდი დოლარი დაკარგა.

დერიპასკა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია.

ორშაბათს მოსკოვის ბირჟს ინდექსი 9% -ით შემცირდა . „სბერბანკის“ აქციები 13,04% -ით, „როსნეფტის“ 11,04% -ით .საერთო ჯამში რუსეთის 50 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთ დღეში 11,7 მილიარდი დოლარით შემცირდა.

აშშ-მ რუსი ბიზნესმენების და რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები 6 აპრილს აამოქმედა.

აშშ-ის პერსონალური სანქციების სიაში შვიდი რუსი ოლიგარქი მოხვდა. სიაში არიან ასევე სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკები და რადენიმე კომპანია.

წყარო : rbc.ua

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.