“ამ წუთას, ამ პოსტს რომ კითხულობთ, ამასაც კი აკონტროლებენ”

ემიგრანტი, ზაქარია მამაგულაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“საოცრებები ხდება მართლაც, უმრავლესობა არ კითხულობს ინფორმაციას სრულად, იფარგლებიან მხოლოდ სათაურით და პოსტზე გაკეთებული რამოდენიმე კომენტარის ნახვით და მერე აფრქვევენ სიბრძნეებს, იმის დედა ვატირე

რამოდენიმე პერსონის პოსტს გადავაწყდი 5G-ზე და ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროექტზე. სრული სისულელე, არადა მანამდე მათ აზრს ანგარიშს ვუწევდი და მუდამ ყურადღებით ვეცნობოდი. მინდა გითხრათ რომ 5G და მასკის თანამგზავრები არის ორი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი პროექტი. რატომღაც ზოგიერთმა მაშინვე ერთმანეთს დაუკავშირა და პოსტიც გამოაცხო დედამიწას 5G ბადეს არტყავენო, პირადშიც კი გამომიგზავნეს მეტი დამაჯერებლობისთვის. ამათთან აკავშირებენ აგრეთვე დაჩიპვას. რამდენს არ გაქვთ ტელევიზორი სახლში? რამდენი არ იყენებთ ინტერნეტს? რამდენი არ სარგებლობთ საბანკო მომსახურებით? რომელი არ ხმარობთ სმარტფონს და მასში ინსტალირებულ უამრავ აპლიკაციას?! სმარტფონის მეშვეობით ზუსტად შეუძლიათ თქვენი გადაადგილების მარშრუტის დადგენა, ძალიან მცირე ცდომილებით. ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრა თუ ვის ესაუბრეთ ტელეფონზე და რა თემაზე, რომელ საიტებს ეწვიეთ და რა ინფორმაციას გაეცანით, პირადში ვის რა მესიჯი მისწერეთ ჩვეულებირივი SMS-ით, მესენჯერში, ვოცაფაში თუ სხვა მსგავსი პროგრამებით. ამ წუთას ამ პოსტს რომ კითხულობთ ამასაც კი აკონტროლებენ. თუ ბანკის აპლიკაციებიც გაქვთ სმარტფონში და ძალიან ბევრს აქვს, ზუსტად იციან და აკონტროლებენ თქვენს შემოსავალ-გასავალს. როგორც ხედავთ სრულად კონტროლდება თითოეული ჩვენგანი და რაღა საჭიროა ამ ჩიპებზე ამდენი შეთქმულების თეორიების შეთხზვა, ჩიპის არსებობის შემთხვევაში აღარ მოგვიწევს სმარტფონის თრევა

არ განვიხილავ იმას კარგია თუ ცუდი, არავის მოვუწოდებ მის წინააღმდეგ ან პირიქით, უბრალოდ ვცდილობ უკეთ დავინახოთ რეალობა რაშიც ყველა ჩვენგანი ვართ. ყველამ ვიცით ცივილიზაციის განვითარებას დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგებიც აქვს. ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლოა სოფლად სუფთა ჰაერზე ცხოვრება, ვიდრე მეგაპოლისში უამრავ გამონაბოლქვში და მოწამლულ გარემოში.”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.