ანაკლიის ახალი პორტი რუსულ-ჩინური ინვესტიციით აშენდება?! – ივანიშვილის რუსული გეგმა და ქვეყნის ინტერესების ღალატი?

ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ  საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პროქტის მშენებლობაზე უარი საბოლოოდ თქვა, თუმცა,  “ქართული ოცნება“ ამ მასშტაბური პორტის ნაცვლად, ანაკლიის ტერიტორიაზე სხვა პროექტის განსახორციელებლად ემზადება.

“ხელისუფლება ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტის განსახორციელებლად ეზადება. ამ ახალი პორტის პოლიტიკურ-ეკონომიკური შედეგები ანაკლიის პორტის ძველ პროექტთან შედარებით, გაცილებით დაბალი იქნება.

ახალი პროექტის განხორციელებას სხვადასხვა მიზანი აქვს. რუსეთისა და ჩინეთის ინტერესია, რომ საქართველოში არსებობდეს ისეთი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ იქნება. მით უფრო, როცა ტვირთების კონტროლი და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

სავარაუდოდ, ახალ პროექტს ხელისუფლება “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციით, ან რუსულ-ჩინური კაპიტალის მოზიდვის საშუალებით განახორციელებს“,- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ამასთან, როგორც ექსპერტი სააგენტოსთან აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის ხელი შეეშალა და პორტის მშენებლობით დაინტერესებული კვალიფიციური ინვესტორები გაექცია.

“საქართველოს მთავრობამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კვალიფიციური ინვესტორები ქვეყნიდან გააქცია, რაც საერთაშორისო არენაზეც კარგად ცნობილი ამბავია. შანსი იმისა, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტი განეხორციელებინა, ნებით თუ უნებლიედ,  “ქართულმა ოცნებამ“ ხელიდან გაუშვა, რადგან ამ პორტის მშენებლობით კვალიფიციური ინვესტორები აღარ დაინტერესდებიან“,- განაცხადა ცომაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება დღეს შეწყვიტა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კონსორციუმმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას თავი ვერ გაართვა. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კი განაცხადა, „ანაკლია აშენდება, მაგრამ ამ ინვესტორის გარეშე“ (საუბარია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე“).

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე            

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.