ანაკლიის პორტიდან სამშენებლო ტექნიკა გააქვთ – ივანიშვილის რუსული გეგმა შესრულებულია? (ვიდეო)

ანაკლიაში პორტის მშენებელმა კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო და სამშენებლო ტექნიკა გააქვს.ჰოლანდიურმა კომპანია “ვანოორდმა” ზღვის სიღრმეში, 3500 კმ სიგრძეზე დაქსაქსული სპეციალური მილების ფსკერიდან ამოღების სამუშაოები დაიწყო და გასატანად ასაწყობებს.წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ პროექტს, რომელსაც ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი პოტენციალი ქონდა, საფრთხე შეექმნა და პორტის მშენებლობა, რომელსაც 3000 ადამიანი უნდა დაესაქმებინა, შეჩერებულია.ადგილობრივები ამბობენ, რომ პორტი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეწირა.ანაკლიის კონსორციუმში განმარტავენ, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, როცა ყველაზე მსხვილი ჰოლანდიური კომპანია გადის პროექტიდან.მათივე განცხადებით, ეს ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება. ანაკლიელებს ეჭვი ეპარებათ პორტის მშენებლობაში და ამბობენ, რომ ის არ ჯდება ივანიშვილის გეგმებში, რადგან ეს ჩრდილოელი მეზობლის დავალებებს ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე ჩაღრმავების სამუშაოები. ამჟამად კი მშენებლობა შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.