ანაკლიის პორტი, არჩევნები და ოკუპაცია – კინზინგერის მორიგი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას

რვა მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს – ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კინზინგერი ამბობს, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს.

შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს – ამბობს კინზინგერი.

გარდა ამისა, გავლენიანმა კონგრესმენმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სწრაფად უნდა ჩართოს ამერიკული ინვესტიციები ანაკლიის პროექტში. 

მთავრობამ მე მითხრა, რომ პორტი ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მჯერა და მოვუწოდებ მათ რაც შეიძლება მალე ჩართონ ამერიკული ინვესტიციები პორტის პროექტში – ამბობს კონგრესმენი.

ოკუპაციაზე საუბრისას კი კინზინგერმა აღნიშნა, რომ ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მიიღონ.

რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ქვეყანაა, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, მსგავსი ცალკეული ნაბიჯებია. როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, გუშინ, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა, ორმაგად ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატო–ში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს, – აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.