ანიტა საგრძნობლად უკეთაა – ბოლო ინფორმაცია ინდოეთიდან

ანიტას შესახებ ბოლო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი ავრცელებს. 

როგორც იგი წერს, შეშუპება შედარებით დაუცხრა და სხეულის ტემპერატურა და პულსი ნორმაშია.

„ტემპერატურის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ანიტას გაუკეთდა სისხლის და შარდის საერთო ანალიზები, მაგრამ ამ კვლევებში მიზეზი არ გამოჩნდა.

როგორც იცით, ანიტა უკვე გულის ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიგშია, თუმცა დასაწყის ეტაპზე ექიმები მისი მდგომარეობის გამოსწორებას ინტენსიური თერაპიის კურსის მეშვეობით შეეცდებიან.

უსაზღვროდ მადლიერები ვართ თითოეული ადამიანის, ვინც ანიტას ამხელა თანადგომას უცხადებს. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს მარიკა ხუციშვილი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.