ანტიამერიკული განწყობები და გამყარებული რუსული პოზიციები – “ფრონტერას” მწვავე წერილს თბილისში ეხმაურებიან

ამერიკული კომპანია “ფორნტერას” მენეჯერების მწვავე წერილს უკვე მოჰყვა გამოხმაურება თბილისში. კომპანიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მისი თქმით, აშკარაა მკაფიო ანტიამერკული ქმედებები, თუმცა ხელისუფლება ხმამაღლა ვაშინგტონთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრობს:

ეს ორი ერთად ვერ იქნება. კიდევ ერთხელ გვინდოდა მოგვწეოდებინა პრემიერ მინისტრისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის შეწყვიტოს ასეთი დამოკიდებულბა ბიზნესისა და არასამთავრობოებისთვის, შეწყვიტოს ანტიამერიკული რიტორიკა და შექმნას უკეთესი გარემო- ამბობენ კომპანიაში

ოპოზიციაში კი ამერიკული ინტერესების შევიწროების მაგალითად ფრონტერას გარდა, ანაკლიის პორტის შეჩერების მაგალითსაც ასახელებენ. მათი თქმით, მაშინ როცა საქართველოში ამერიკული ინვესტიციები ზეწოლას განიცდის იმ ფონზე, როცა პოზიციებს იმყარებს რუსული ბიზნესი, განსაკუთრებით კი რუსული ენერგოგიგანტები

ფრონტერას შემთხვევა ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი იმ პოლიტიკის, როდესაც ქართული ოცნება აწარმოებს რვა წელიწადია ქვეყანაში და რომლის  პირდაპირი შედეგი არის ის, რომ რუსეთის ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაში არის საგრძნობლად გაზრდილი – ამბობს სალომე სამადაშვილი.

“ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ “ფრონტერას” წერილი საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელი წერილია. სერგი კაპანაძე ფრონტერას გარდა, სხვა ამერიკულ კომპანიებსაც ასახელებს, რომლებსა ბოლო წლებში საქართველოში პრობლემები შეექმნათ:

საუბარია იმაზე როგორ ებრძვის საქართველოს მთავრობა უცხოელ ინვესტორებს და განსაკუთრებით ამერიკელ ინვესტორებს…ეს მარტო ფრონტერა არ არის. ეს არის მთელი რიგი ამერიკული კომპანიების “კონტე ჯგუფი” “ფილიპ მორისი” და სხვები – ამბობს კაპანაძე. 

“ფრონტერას” მწვავე წერილს მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან. წერილის ადრესატი საქართველოს პრემიერ მინისტრია. მასში საუბარია საქართველოში 2013 წლის შემდეგ გაძლიერებულ ანტიამერიკულ განწყობებზე და ამერიკული ინვესტიციების შევიწროებაზე.  

2013 წლიდან მოყოლებული, ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე
დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ
ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე – ნათქვამია წერილში

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.