ანტიკრიზისულ გეგმას ეკონომიკის სტიმულირებასთან საერთო არაფერი აქვს – ექსპერტები

უშველის თუ არა ეკონომიკას მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა? – ექსპერტები ამბობენ, რომ ამ გეგმას ეკონომიკის სტიმულირებასთან საერთო არაფერი აქვს.

სპეციალისტები გეგმაში უფრო პოლიტიკური კორუფციის და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ნიშნებს ხედავენ. მათი შეფასებით, გეგმაში საერთოდ არ ჩანს, რას აპირებს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობისთვის, რაც კრიზისის დასაძლევად ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელია.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ფინანსური დახმარების პაკეტში ექსპერტებმა  პოლიტიკური კორუფციისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობა ამოიკითხეს. ამბობენ, რომ   გახარიას მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში  ეკონომიკის სტიმულირების არც ბიუჯეტი და არც სტრატეგია ჩანს,  რაც ამყარებს ეჭვებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ მზადება დაიწყო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.