აპრილში ინფლაციამ 6.9% შეადგინა – გაძვირდა სურსათი, ავეჯი, ჯანდაცვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის აპრილში ინფლაციის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ს შეადგენს.

თვიური ინფლაციის დონე კი საქსტატის მიხედვით 0.9% იყო.

წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად ფასები შემდეგ კატეგორიებში გაიზარდა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 16.1%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (9.6%), ჯანმრთელობის დაცვა (4.9%).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიიდან განსაკუთრებითაა გაძვირებული ხილი და ყურძენი (45.4%), რძე, ყველი და კვერცხი (23.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9%).

ხორცისა და ხორცის პროდუქტების ფასები 15%-ით გაიზარდა, თევზეულის 14.9%-ით, ხოლო ბოსტნეულის 14.1%-ით.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.