“არავინ არაფერი დაარბია… ეს ახალგაზრდები უნდა წავიდნენ სახლში! – ქეთი დოლიძე

„აქცია არ უნდა ჩატარებულიყო. არაფერი საოკუპაციო არ სჭირდა ქვეყანას. გავრილოვი ახლა ოკუპაციას ვერ მოახდენდა და არ ახდენდა. 2008 წელს არ იყო, როდესაც მიშა (სააკაშვილი) თვითონ შემოუძღვა ჯარს საქართველოში?” – აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

მელიას კი არა მთელ „ნაციონალურ მოძრაობას” უნდა მოუხსნან იმუნიტეტი და ის 40 ადამიანი საერთოდ უნდა გამოაძევონ იქიდან. მკვლელობაზე ხელის მომწერი ყველა, 40-ვე „ნარჩევი” „ნაციონალი” ეს არის ჩვენი ერის შეურაცხყოფა და საერთოდ დიდი უბედურება, რომ პარლამენტში არიან, სარგებლობენ ყველანაირი პრივილეგიით, აქვთ იმუნიტეტი. ყველას უნდა მოეხსნას იმუნიტეტი, ყველას! „ნაციონალური მოძრაობა” უნდა გამოცხადდეს დამნაშავე მოძრაობად, მორჩა და გათავდა!

ეს არ არის ანტისაოკუპაციო აქცია. რა ანტისაოკუპაციო აქცია?! ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მოგონილი. ეს კონფლიქტი 2 წუთში დამთავრდა, ახლა ეს არის „ნაციონალების” აქცია. ეს ახალგაზრდები ასე ტვინდაბნეულები რომ არ იყვნენ, დიდი ხანია უნდა წასულიყვნენ სახლში!

აქცია არ უნდა ჩატარებულიყო. არაფერი საოკუპაციო არ სჭირდა ქვეყანას. გავრილოვი ახლა ოკუპაციას ვერ მოახდენდა და არ ახდენდა. 2008 წელს არ იყო, როდესაც მიშა (სააკაშვილი) თვითონ შემოუძღვა ჯარს საქართველოში? დიახ, შემოუძღვა და დაიწყო ომი. იმიტომ, რომ აწყობდა, სხვანაირად ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. რუსეთთან იყო მოლაპარაკება, სხვანაირად ხელისუფლებას და ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. 2007 წლის აქცია რომ მოხდა, ბოკერიას ჰკითხეს, რატომ დაარბიეთ ხალხიო და მან განაცხადა, რომ არ დაგვერბია, ძალაუფლებას ვერ შევინარჩუნებდითო. პირადად ბოკერიას ნათქვამია ეს…

ახლა არავინ არაფერი დაარბია, თქვენი ჭირიმე! როგორ ადარებთ ამას და 7 ნოემბერს?! მორჩა, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.” – დოლიძემ.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.