არის მეგობრული ნაბიჯია, რომ საქართველოს ხელისუფლება მოიქცეს წესიერად – ოპოზიცია ევროპარლამენტარების წერილზე

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპარლამენტარების მიერ კიდევ ერთ მწვავე წერილს აფასებენ.

კრიტიკულია წერილები და “ფორმულას” ინფორმაციით, კრიტიკულია ასევე რეზოლუციაც. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი რეზოლუციის კენჭისყრის გადადებას ითხოვს.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ რეზოლუციის გადადებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც დოკუმენტს მაინც მიიღებენ. 

“ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ეს წერილი მორიგი მეგობრული ნაბიჯია და იქამდე სანამ მმართველი გუნდი საქართველოსთან დაკავშირებით ვერ შეძლებს ევროპალამენტარებს პროგრესი დაანახოს, პროცესები ცუდად წარიმართება.

„ევროპარლამენტარების წერილი, არის მორიგი მეგობრული ნაბიჯი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება მოიქცეს წესიერად და იმ მოწოდებებს აკეთებენ, რომელიც არაერთხელ თქმულა. ეს არის დევნის შეწყვეტა და საარჩევნო სისტემის ცვლილება. ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ გარემოს საქართველოში და ამავე დროს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დარწმუნდებიან, რომ ჩვენ ნორმალური გზით მივდივართ. ბრიყვული მიზეზით სურთ რეზოლუციის გადადება, რადგან უბრალოდ ახლა არ უნდათ, რომ მიიღონ“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

კრიტიკული წერილების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილიც. მისი თქმით, პარტნიორები საქართველოსგან პროგრესს ელოდებიან.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება. ისინი ელოდებიან წინსვლას და პროგრესს საქართველოდან, თუ ჩვენ როგორც ქვეყანა, ვერ შევძლებთ, რომ პროგრესი ვაჩვენოთ, ეს კიდევ უფრო დაგვიმძიმებს ისედაც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარებისგან მორიგი კრიტიკული წერილი მიიღო. წერილის შინაარსი “ფორმულასთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.